https://sputnik-georgia.com/20250506/ramdeni-obieqti-ashenda-saqartveloshi-axali-statistika-293183430.html
რამდენი ობიექტი აშენდა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
რამდენი ობიექტი აშენდა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
აშენებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებზე. 06.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-06T11:47+0400
2025-05-06T11:47+0400
2025-05-06T11:47+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287115212_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_3dc629c1027c56cf23d0ab20ac10a752.jpg
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ექსპლუატაციაში შევიდა 659,6 ათასი კვადრატული მეტრი საერთო ფართობის698 ობიექტი, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საანგარიშო პერიოდში ექსპლუატაციაში შესული ობიექტების რაოდენობა 17%-ით, ხოლო საერთო ფართობი – 18,1%-ით შემცირდა.მიმდინარე წლის იანვარ-მარტში აშენებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის რეგიონებზე.2025 წლის პირველ კვარტალში ხელისუფლების მუნიციპალურმა ორგანოებმა 2,6 მლნ კვადრატული მეტრი ფართობის ობიექტების აშენების 2,4 ათასი ნებართვა გასცეს.2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაცემული ნებართვების რაოდენობა შემცირდა 5,4%-ით, ხოლო სავარაუდო მშენებლობების ფართობი გაიზარდა 11,9%-ით.გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან 75,5% მოდის ოთხ რეგიონზე: თბილისი, ქვემო ქართლი, კახეთი და მცხეთა-მთიანეთი.კომპეტენტურმა ორგანოებმა წლის დასაწყისიდან ნებართვები გასცეს სხვადასხვა სახის შენობების მშენებლობაზე: მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, სავაჭრო ობიექტები, ქარხნები, სასოფლო-სამეურნეო ობიექტები და სხვ. ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287115212_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_7b172e72a7805d71225f8d47e2363515.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, ახალი ამბები
რამდენი ობიექტი აშენდა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
აშენებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებზე.
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ექსპლუატაციაში შევიდა 659,6 ათასი კვადრატული მეტრი საერთო ფართობის698 ობიექტი, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საანგარიშო პერიოდში ექსპლუატაციაში შესული ობიექტების რაოდენობა 17%-ით, ხოლო საერთო ფართობი – 18,1%-ით შემცირდა.
მიმდინარე წლის იანვარ-მარტში აშენებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის რეგიონებზე.
2025 წლის პირველ კვარტალში ხელისუფლების მუნიციპალურმა ორგანოებმა 2,6 მლნ კვადრატული მეტრი ფართობის ობიექტების აშენების 2,4 ათასი ნებართვა გასცეს.
2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაცემული ნებართვების რაოდენობა შემცირდა 5,4%-ით, ხოლო სავარაუდო მშენებლობების ფართობი გაიზარდა 11,9%-ით.
გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან 75,5% მოდის ოთხ რეგიონზე: თბილისი, ქვემო ქართლი, კახეთი და მცხეთა-მთიანეთი.
კომპეტენტურმა ორგანოებმა წლის დასაწყისიდან ნებართვები გასცეს სხვადასხვა სახის შენობების მშენებლობაზე: მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, სავაჭრო ობიექტები, ქარხნები, სასოფლო-სამეურნეო ობიექტები და სხვ. ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.