https://sputnik-georgia.com/20250506/municipaluri-ganvitarebis-ponds-axali-xelmzgvaneli-hyavs-293198224.html
მუნიციპალური განვითარების ფონდს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
მუნიციპალური განვითარების ფონდს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
Sputnik საქართველო
ბექა ურუშაძემ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დავით ტაბიძე შეცვალა 06.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-06T17:00+0400
2025-05-06T17:00+0400
2025-05-06T17:00+0400
საქართველო
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23931/28/239312893_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_512f065df164daddd7f58774a4476bd6.jpg
თბილისი, 6 მაისი— Sputnik. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად ბექა ურუშაძე დაინიშნა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. ბექა ურუშაძემ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დავით ტაბიძე შეცვალა, რომელიც ამ პოსტს 2021 წლიდან იკავებდა. ურუშაძე არის ეკონომისტი და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დოქტორი (PhD). ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო სასწავლო დაწესებულებებში მიღებული აქვს საერთაშორისო პროექტების მენეჯერის, ბიზნესისა და ფინანსების მართვის პროფესიული განათლება. მას აქვს კერძო და საჯარო სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს იკავებდა კომერციული ორგანიზაციების მმართველის პოზიციებს. 2011-2012 წლებში იყო პროექტის მენეჯერი საჯარო სექტორის ფინანსების მართვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტში (სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო), 2013 წლიდან – მრჩეველი საინფორმაციო ტექნოლოგიების საკითხებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში და მრჩეველი ამავე საკითხებში – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში. ფონდის მიზნები და საქმიანობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ფონდი 1997 წელს დაფუძნდა და საქართველოში მოქმედ მსოფლიოს ყველა მსხვილ საინვესტიციო ბანკთან და ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს. ფონდის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციონალურ და ფინანსურ შესაძლებლობათა გაძლიერებას და ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ფონდი ახორციელებს ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორებიცაა: ტურისტული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ინფრასტრუქტურის მოწყობა, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია, მიუსაფარი ცხოველებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, საბაგირო გზების მოწყობა, სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება და ა.შ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23931/28/239312893_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_1d007dc51320067286ec39500a933079.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
მუნიციპალური განვითარების ფონდს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
ბექა ურუშაძემ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დავით ტაბიძე შეცვალა
თბილისი, 6 მაისი— Sputnik. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად ბექა ურუშაძე დაინიშნა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბექა ურუშაძემ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დავით ტაბიძე შეცვალა, რომელიც ამ პოსტს 2021 წლიდან იკავებდა.
ურუშაძე არის ეკონომისტი და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დოქტორი (PhD). ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო სასწავლო დაწესებულებებში მიღებული აქვს საერთაშორისო პროექტების მენეჯერის, ბიზნესისა და ფინანსების მართვის პროფესიული განათლება. მას აქვს კერძო და საჯარო სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს იკავებდა კომერციული ორგანიზაციების მმართველის პოზიციებს.
2011-2012 წლებში იყო პროექტის მენეჯერი საჯარო სექტორის ფინანსების მართვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტში (სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო), 2013 წლიდან – მრჩეველი საინფორმაციო ტექნოლოგიების საკითხებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში და მრჩეველი ამავე საკითხებში – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში.
ფონდის მიზნები და საქმიანობა
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ფონდი 1997 წელს დაფუძნდა და საქართველოში მოქმედ მსოფლიოს ყველა მსხვილ საინვესტიციო ბანკთან და ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს.
ფონდის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციონალურ და ფინანსურ შესაძლებლობათა გაძლიერებას და ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას,
ფონდი ახორციელებს ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორებიცაა: ტურისტული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ინფრასტრუქტურის მოწყობა, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია, მიუსაფარი ცხოველებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, საბაგირო გზების მოწყობა, სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება და ა.შ.