https://sputnik-georgia.com/20250506/mmartveli-partiis-tavmjdomaris-postze-irakli-kobaxidze-dasaxelda-293206848.html
მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კობახიძის კანდიდატურა დასახელდა
მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კობახიძის კანდიდატურა დასახელდა
Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ახალ თავმჯდომარეს ოთხშაბათს, 7 მაისს, პარტიის ყრილობაზე აირჩევს. 06.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-06T19:00+0400
2025-05-06T19:00+0400
2025-05-06T19:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/11/289035814_0:87:2048:1239_1920x0_80_0_0_29c1836fb131480f5443b0697a91093b.jpg
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წარდგენა მხოლოდ მისასალმებელია, რადგან ის ისედაც აქტიურ მონაწილეობას იღებს პარტიულ საკითხებში, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მახაშვილმა.მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის 25 აპრილს განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის. მისი განცხადებით, საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს და პოლიტიკაში ოპოზიციის რანგში დაბრუნებას არ აპირებს. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ახალ თავმჯდომარეს ოთხშაბათს, 7 მაისს, პარტიის ყრილობაზე აირჩევს. ყრილობაზე ასევე დამტკიცდება პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა.დეპუტატის თქმით, მმართველი პარტიის ყრილობა მნიშვნელოვანია ორი თვალსაზრისით.„ერთი მხრივ, ჩვენ ავირჩევთ ახალ ხელმძღვანელს და პოლიტიკურ საბჭოს, რაც აუცილებელია პარტიისთვის, რადგანაც ვემზადებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და გადაწყვეტილებებს სწორედ იმ მოლოდინით ვიღებთ, რომ არჩევნებს მომზადებული შევხვდეთ“, - განაცხადა მახაშვილმა.მეორე მხრივ, ასეთ მასშტაბურ შეხვედრაზე მმართველი გუნდი შეძლებს განიხილოს ის თემები, რომლებიც მნიშვნელოვანია ქვეყნისა და მოსახლეობისთვის, აღნიშნა დეპუტატმა.„ეს იქნება ერთ-ერთი შესაძლებლობა, გადავხედოთ განვლილ გზას და დავგეგმოთ შემდგომი ნაბიჯები როგორც ქვეყნის საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში“, - დასძინა მახაშვილმა.„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ყრილობა 2012 წლის 21 აპრილს გაიმართა. პარტია მილიარდერმა და მეცენატმა ბიძინა ივანიშვილმა დააარსა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/11/289035814_140:0:1908:1326_1920x0_80_0_0_60a2932cfffc9ac4c79046f12dc55cfc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები
მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კობახიძის კანდიდატურა დასახელდა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ახალ თავმჯდომარეს ოთხშაბათს, 7 მაისს, პარტიის ყრილობაზე აირჩევს.
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წარდგენა მხოლოდ მისასალმებელია, რადგან ის ისედაც აქტიურ მონაწილეობას იღებს პარტიულ საკითხებში, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მახაშვილმა.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის 25 აპრილს განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის. მისი განცხადებით, საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს და პოლიტიკაში ოპოზიციის რანგში დაბრუნებას არ აპირებს.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ახალ თავმჯდომარეს ოთხშაბათს, 7 მაისს, პარტიის ყრილობაზე აირჩევს. ყრილობაზე ასევე დამტკიცდება პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა.
„ვინ გახდება პარტიის თავმჯდომარე, წინასწარ ვერ ვიტყვი, მაგრამ თუ პარტიის ლიდერის პოსტზე წარდგენილი იქნება (კობახიძის - რედ.) კანდიდატურა, მე ამას მხოლოდ მივესალმები და მისთვის ეს სიახლე არ იქნება, რადგან ის უკვე იკავებდა ამ თანამდებობას. იგი პრემიერ-მინისტრის პოზიციიდანაც აქტიურად მონაწილეობდა პარტიულ საკითხებში“, - განაცხადა მახაშვილმა.
დეპუტატის თქმით, მმართველი პარტიის ყრილობა მნიშვნელოვანია ორი თვალსაზრისით.
„ერთი მხრივ, ჩვენ ავირჩევთ ახალ ხელმძღვანელს და პოლიტიკურ საბჭოს, რაც აუცილებელია პარტიისთვის, რადგანაც ვემზადებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და გადაწყვეტილებებს სწორედ იმ მოლოდინით ვიღებთ, რომ არჩევნებს მომზადებული შევხვდეთ“, - განაცხადა მახაშვილმა.
მეორე მხრივ, ასეთ მასშტაბურ შეხვედრაზე მმართველი გუნდი შეძლებს განიხილოს ის თემები, რომლებიც მნიშვნელოვანია ქვეყნისა და მოსახლეობისთვის, აღნიშნა დეპუტატმა.
„ეს იქნება ერთ-ერთი შესაძლებლობა, გადავხედოთ განვლილ გზას და დავგეგმოთ შემდგომი ნაბიჯები როგორც ქვეყნის საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში“, - დასძინა მახაშვილმა.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ყრილობა 2012 წლის 21 აპრილს გაიმართა. პარტია მილიარდერმა და მეცენატმა ბიძინა ივანიშვილმა დააარსა.