https://sputnik-georgia.com/20250506/gurjaanshi-biznesmeni-da-meris-kopili-moadgile-dachres-293207021.html
გურჯაანში ბიზნესმენი და მერის ყოფილი მოადგილე დაჭრეს
გურჯაანში ბიზნესმენი და მერის ყოფილი მოადგილე დაჭრეს
Sputnik საქართველო
ბიზნესმენის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. 06.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-06T18:03+0400
2025-05-06T18:03+0400
2025-05-06T18:03+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283836452_0:104:1280:825_1920x0_80_0_0_a350974ae978ab0f2f914b93a223187c.jpg
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბიზნესმენი და მერის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ გეთიაშვილი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“. შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენს საკუთარ ბინის სადარბაზოსთან დახვდნენ. დაუდგენელმა პირმა მას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ამ დროისთვის ბიზნესმენი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაპირისპირების მოტივი ამ დროისთვის უცნობია. ნიკოლოზ გეთიაშვილი რამდენიმე მსხვილი სავაჭრო ობიექტის მფლობელი და გურჯაანის მერის ყოფილი მოადგილეა. ის ასევე არის აგრომეურნეობა „შაბროს“ დამფუძნებელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283836452_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_a346ff1521d9f08dd55e772351b90746.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
გურჯაანში ბიზნესმენი და მერის ყოფილი მოადგილე დაჭრეს
ბიზნესმენის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბიზნესმენი და მერის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ გეთიაშვილი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენს საკუთარ ბინის სადარბაზოსთან დახვდნენ. დაუდგენელმა პირმა მას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
ამ დროისთვის ბიზნესმენი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„ჭრილობა, რომელიც პაციენტს მარჯვენა კიდურისა და მუცლის ქვედა ნაწილში აქვს, ქირურგიულად დამუშავდა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“ , - განაცხადა ექიმმა.
დაპირისპირების მოტივი ამ დროისთვის უცნობია.
ნიკოლოზ გეთიაშვილი რამდენიმე მსხვილი სავაჭრო ობიექტის მფლობელი და გურჯაანის მერის ყოფილი მოადგილეა. ის ასევე არის აგრომეურნეობა „შაბროს“ დამფუძნებელი.