https://sputnik-georgia.com/20250506/16-erovnuli-nakrebi-barselonas-veteran-pexburtelebs-umaspinzlebs-293195851.html
16 მაისს ეროვნული ნაკრების ლეგენდები „ბარსელონას“ ვეტერან ფეხბურთელებს უმასპინძლებენ
16 მაისს ეროვნული ნაკრების ლეგენდები „ბარსელონას“ ვეტერან ფეხბურთელებს უმასპინძლებენ
Sputnik საქართველო
„ლეგენდების სერიის“ მორიგი შეხვედრა თბილისში „დინამო არენაზე“ გაიმართება. 06.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-06T16:37+0400
2025-05-06T16:37+0400
2025-05-06T16:37+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/07/268307784_0:196:2668:1697_1920x0_80_0_0_a001fea0a6bce53b138bb10578a27bf3.jpg
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. თბილისში, 16 მაისს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლეგენდები (GEO 11) საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ვეტერან ფეხბურთელებს უმასპინძლებენ. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების ამხანაგური შეხვედრა „დინამო არენაზე“ 19:00 საათზე გაიმართება. მატჩის მთავარი ვარსკვლავი 2005 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი რონალდინიო იქნება. ასევე კატალონიის გრანდის რიგებში ითამაშებენ მაქსველი, ედგარ დავიდსი, ლუდოვიკ ჟიული და სხვ. მსოფლიო ფეხბურთის გრანდი საქართველოს დედაქალაქში ზუსტად 10 წლის შემდეგ დაბრუნდება. 10 წლის წინ თბილისში, „დინამო არენაზე“ ევროპის სუპერთასის ფინალი გაიმართა, სადაც „ბარსელონამ“ „სევილია“ ანგარიშით 5:4 დაამარცხა. მატჩის ორგანიზატორი კომპანია Sports Orient, ხოლო გენერალური სპონსორი აზარტული თამაშების ერთ-ერთი წამყვანი შვედური კომპანია Betsson-ია. Sports Orient-მა პროექტ „ლეგენდების სერიის“ (Legend Series) ტრადიციას საფუძველი გასულ წელს ჩაუყარა. პირველი მატჩი 2024 წლის 7 მარტს ბათუმში „აჭარაბეთ არენაზე” მილანის „ინტერის” ლეგენდებმა ჩაატარეს. ისინი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ Geo11-ის ნაკრებს შეხვდნენ და პორტუგალიელი ლუიშ ფიგუს დუბლით, ანგარიშით 2:0 გაიმარჯვეს. Legend Series დამოუკიდებელი პროექტია, რომელიც Sports Orient-ისა და Europebet-ის პარტნიორობით შეიქმნა. პროექტი საქართველოში მომავალი წლების განმავლობაში ლეგენდარული ფეხბურთელებისა და გამორჩეული საფეხბურთო გრანდების ჩამოყვანას ითვალისწინებს. პროექტის მიზანია ფეხბურთის პოპულარიზაცია, საგულშემატკივრო კულტურის დამკვიდრება და საქართველოს, კულტურული, სპორტული და ტურისტული პოტენციალის მეტად გამოყენება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/07/268307784_0:141:2294:1862_1920x0_80_0_0_c25c8271e94b0e2672574c25352bdee8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
16 მაისს ეროვნული ნაკრების ლეგენდები „ბარსელონას“ ვეტერან ფეხბურთელებს უმასპინძლებენ
„ლეგენდების სერიის“ მორიგი შეხვედრა თბილისში „დინამო არენაზე“ გაიმართება.
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. თბილისში, 16 მაისს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლეგენდები (GEO 11) საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ვეტერან ფეხბურთელებს უმასპინძლებენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების ამხანაგური შეხვედრა „დინამო არენაზე“ 19:00 საათზე გაიმართება.
„ვფიქრობ, სასიამოვნო თამაში იქნება. ისიამოვნებს მაყურებელი, გულშემატკივარი. საქართველოში ფეხბურთი ძალიან უყვართ და ეს არის შესაძლებლობა თავიანთი საყვარელი ფეხბურთელები კიდევ ერთხელ გაიხსენონ“, - განაცხადა ლეგენდების მატჩის მონაწილემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მატჩის მთავარი ვარსკვლავი 2005 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი რონალდინიო იქნება. ასევე კატალონიის გრანდის რიგებში ითამაშებენ მაქსველი, ედგარ დავიდსი, ლუდოვიკ ჟიული და სხვ.
მსოფლიო ფეხბურთის გრანდი საქართველოს დედაქალაქში ზუსტად 10 წლის შემდეგ დაბრუნდება. 10 წლის წინ თბილისში, „დინამო არენაზე“ ევროპის სუპერთასის ფინალი გაიმართა, სადაც „ბარსელონამ“ „სევილია“ ანგარიშით 5:4 დაამარცხა.
მატჩის ორგანიზატორი კომპანია Sports Orient, ხოლო გენერალური სპონსორი აზარტული თამაშების ერთ-ერთი წამყვანი შვედური კომპანია Betsson-ია.
Sports Orient-მა პროექტ „ლეგენდების სერიის“ (Legend Series) ტრადიციას საფუძველი გასულ წელს ჩაუყარა. პირველი მატჩი 2024 წლის 7 მარტს ბათუმში „აჭარაბეთ არენაზე” მილანის „ინტერის” ლეგენდებმა ჩაატარეს. ისინი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ Geo11-ის ნაკრებს შეხვდნენ და პორტუგალიელი ლუიშ ფიგუს დუბლით, ანგარიშით 2:0 გაიმარჯვეს.
Legend Series დამოუკიდებელი პროექტია, რომელიც Sports Orient-ისა და Europebet-ის პარტნიორობით შეიქმნა. პროექტი საქართველოში მომავალი წლების განმავლობაში ლეგენდარული ფეხბურთელებისა და გამორჩეული საფეხბურთო გრანდების ჩამოყვანას ითვალისწინებს.
პროექტის მიზანია ფეხბურთის პოპულარიზაცია, საგულშემატკივრო კულტურის დამკვიდრება და საქართველოს, კულტურული, სპორტული და ტურისტული პოტენციალის მეტად გამოყენება.