უკვდავი გმირობა: საქართველოს როლი დიდ სამამულო ომში – ვიდეო

გამოწერა
საქართველომ ომის დროს ფრონტზე დაახლოებით 700 ათასი ადამიანი გაგზავნა - მაშინ ეს ქვეყნის მოსახლეობის ⅕ შეადგენდა, მათგან 16 ათასი ქალი იყო. ისინი სხვადასხვა ფრონტზე, სხვადასხვა მიმართულებებით იბრძოდნენ, 300 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე შინ არ დაბრუნებულა
ქართველმა ჯარისკაცებმა დიდი წვლილი შეიტანეს კავკასიის დაცვასა და იმაში, რომ შეეჩერებინათთ გერმანიის ჯარების წინსვლა. ბრესტის ციხესიმაგრის დაცვაში, რომლის დამცველთა გმირობა ისტორიაში შევიდა, ასზე მეტმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა.
უკვე ომის პირველ კვირაში, 1941 წლის ივლისში საქართველოდან ფრონტზე დაახლოებით 100 ათასი ადამიანი წავიდა. სამხედრო დამსახურებისთვის დაახლოებით 280 ათასი ქართველი დაჯილდოვდა ორდენებითა და მედლებით.
ომის დროს 70-ზე მეტი გენერალი, სხვადასხვა დანაყოფის მეთაური, ქართველი იყო. 167 ქართველს უმაღლესი სამხედრო ჯილდო - საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.
ომის წლებში საქართველოს ტერიტორიაზე ასევე აქტიურად მუშაობდა სამხედრო ინდუსტრია, გაიხსნა ახალი ქარხნები.
ყველა ახალი ამბავი
0