წვიმა, სეტყვა და ელჭექი: სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

© photo: Sputnikღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2025
გამოწერა
მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოლიწვიოს.
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. აღმოსავლეთ საქართველოში 5 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისის დილამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან – ძლიერი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში ასევე შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
ყველა ახალი ამბავი
0