რა განიხილა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ADB-ის პრეზიდენტთან მილანში

© Ministry of Finance of Georgiaლაშა ხუციშვილი მილანში
ლაშა ხუციშვილი მილანში - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2025
გამოწერა
ხუციშვილი შეხვდა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს მილანში აზიის განვითარების ბანკის (ADB) 58-ე წლიურ შეხვედრის ფარგლებში.
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა და პროექტები, რომლებიც ქვეყანაში ამ ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან მილანში გამართულ შეხვედრაზე განიხილა.
საქართველოს პირველი ფინანსისტისა და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტიდ შეხვედრა 4-7 მაისს იტალიის ქალაქ მილანში მიმდინარე აზიის განვითარების ბანკის (ADB) 58-ე წლიურ შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.
ხუციშვილმა მასატო კანდასკიდევ ერთხელ მიულოცა მიმდინარე წლის თებერვალში ADB-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა საქმიანობაში.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბოლო წლებში საქართველოს მიღწეულ პროგრესს, მაღალი ეკონომიკური ზრდისა და სტაბილური მაკროეკონომიკური პარამეტრების მნიშვნელობას. ასევე, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ბანკის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში.
ბანკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონული და მრავალმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის წარმატებული თანამშრომლობის ისტორია მომავალშიც გაგრძელდება.
ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი მრავალმხრივი განვითარების პარტნიორია. ADB-ის საქართველოსთვის გაღებული აქვს 5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სესხი, გრანტი და ტექნიკური დახმარება.
ADB-ის განვითარების პრიორიტეტები საქართველოში არის მრავალფეროვანი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირი და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.
ADB-ს მიზანია - ხელი შეუწყოს წარმატებულ, მრავალმხრივ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. ამავე დროს მუშაობს უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრაზე რეგიონში. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 69 წევრი ქვეყანა, მათ შორის 49 რეგიონიდანაა წარმოდგენილი.
ყველა ახალი ამბავი
0