https://sputnik-georgia.com/20250505/policiam-5-narkorealizatori-daakava-293190357.html
პოლიციამ ხუთი ნარკორეალიზატორი დააკავა
პოლიციამ ხუთი ნარკორეალიზატორი დააკავა
Sputnik საქართველო
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. 05.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-05T16:34+0400
2025-05-05T16:34+0400
2025-05-05T16:34+0400
საქართველო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალდება წარედგინა, ნათქვამია პროკურატურის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. დაკავებულთა შორის არიან როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, ისე წარსულში ნასამართლევი პირები. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლის რეალიზაციასაც ახდენდნენ. სამართალდამცველებმა, დაკავებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და „მარიხუანა“ ამოიღეს. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. სამ პირს ბრალდება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით წარედგინა, რაც 17- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2 პირს კი ბრალდება სსკ-ის 273 პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით წარედგინა, რაც 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები
საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები
პოლიციამ ხუთი ნარკორეალიზატორი დააკავა
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალდება წარედგინა, ნათქვამია პროკურატურის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაკავებულთა შორის არიან როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, ისე წარსულში ნასამართლევი პირები.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლის რეალიზაციასაც ახდენდნენ.
სამართალდამცველებმა, დაკავებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და „მარიხუანა“ ამოიღეს.
პოლიციამ ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამ პირს ბრალდება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით წარედგინა, რაც 17- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2 პირს კი ბრალდება სსკ-ის 273 პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით წარედგინა, რაც 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.