https://sputnik-georgia.com/20250505/miqanadze-imeds-vitovebt-rom-megobari-aqti-kanoni-ar-gaxdeba-293187717.html
მიქანაძე: იმედს ვიტოვებთ, რომ „MEGOBARI აქტი“ კანონად არ გადაიქცევა
მიქანაძე: იმედს ვიტოვებთ, რომ „MEGOBARI აქტი“ კანონად არ გადაიქცევა
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებული კანონპროექტი არ გახდება კანონი 05.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-05T15:00+0400
2025-05-05T15:00+0400
2025-05-05T15:00+0400
საქართველო
აშშ
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/0c/283215243_0:220:2175:1443_1920x0_80_0_0_c0a238d5e1cb70549cd7fe4123d82be8.jpg
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. იმედს ვიტოვებთ, რომ „მეგობარი აქტი“ საბოლოო ჯამში, კანონად არ გადაიქცევა, განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგი მიქანაძემ ჟურნალისტებთან.აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დღეს „MEGOBARI აქტს“ განიხილავენ. აღნიშნულ დოკუმენტს აშშ-ის სენატის საერთაშორისო საქმეების კომიტეტმა მხარი 27 მარტს დაუჭირა. იმისათვის, რომ იგი ძალაში შევიდეს, მას მხარი უნდა დაუჭირონ კონგრესის ორივე პალატის შესაბამისმა კომიტეტებმა, შემდეგ კი - პალატების სრულმა შემადგენლობამ.კანონპროექტი MEGOBARI (Mobilizing and Enhancing Georgia"s Options for Building Accountability, Resilience and Independence) ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა ჯერ კიდევ წინა მოწვევის სენატში დააინიცირა. დოკუმენტი შემუშავებულია რესპუბლიკელი სენატორ ჯიმ რიშის მიერ დემოკრატი ჯინ შაჰინის თანაავტორობით. კანონპროექტი MEGOBARI ინგლისურიდან ითარგმნება როგორც კანონი საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაფართოების შესახებ, ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის დასამყარებლად.საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, „მეგობარი აქტი“ სინამდვილეში საქართველოს და ქართველი ხალხის არამეგობრული აქტია, რომელიც აბსოლუტურად აცდენილია რეალობას.როგორც ადრე მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, კანონპროექტი MEGOBARI, რომელიც „გამჭვირვალობის“ კანონის მიღების გამო ქართველი პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახის წევრების დასანქცირებას ითვალისწინებს, არასოდეს გახდება კანონი, მით უმეტეს, როდესაც არსებობს რეალური საფუძველი საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გადატვირთვისთვის.საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ საჭიროა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა. კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელშიც ურთიერთშემხვედრი ნაბიჯები იქნება გაწერილი.პრემიერი დარწმუნებულია, თუ მოხერხდება „დიფ სთეითის“ დამარცხება სრულად, ამ შემთხვევაში ვერაფერი დაუდგება წინ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას.დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლა დასახელდა. დღეისათვის შეერთებული შტატების პირველმა პირმა მიაღწია მასობრივ გადადგომას სახელმწიფო დეპარტამენტსა და ეროვნული უშიშროების საბჭოში და დაიწყო საჯარო მოხელეების წმენდა. უცხოური დახმარების მსოფლიოში წამყვანი სააგენტო USAID-ი გამოცხადდა "კრიმინალურ ორგანიზაციად" და ამჟამად მისი ფინანსების შემოწმება მიმდინარეობს.მმართველ პარტიაში Deep state-ს ასევე უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას" - „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე პრინციპული გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.საქართველო და დასავლეთისაქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024" (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის" საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების 300-ზე მეტ წარმომადგენელს სავიზო სანქციები დაუწესა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/0c/283215243_111:0:2175:1548_1920x0_80_0_0_2e433b1cd381d30a0438cfccdd47e5b6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, აშშ , პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები
მიქანაძე: იმედს ვიტოვებთ, რომ „MEGOBARI აქტი“ კანონად არ გადაიქცევა
საქართველოს ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებული კანონპროექტი არ გახდება კანონი
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. იმედს ვიტოვებთ, რომ „მეგობარი აქტი“ საბოლოო ჯამში, კანონად არ გადაიქცევა, განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგი მიქანაძემ ჟურნალისტებთან.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დღეს „MEGOBARI აქტს“ განიხილავენ. აღნიშნულ დოკუმენტს აშშ-ის სენატის საერთაშორისო საქმეების კომიტეტმა მხარი 27 მარტს დაუჭირა. იმისათვის, რომ იგი ძალაში შევიდეს, მას მხარი უნდა დაუჭირონ კონგრესის ორივე პალატის შესაბამისმა კომიტეტებმა, შემდეგ კი - პალატების სრულმა შემადგენლობამ.
კანონპროექტი MEGOBARI (Mobilizing and Enhancing Georgia"s Options for Building Accountability, Resilience and Independence) ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა ჯერ კიდევ წინა მოწვევის სენატში დააინიცირა. დოკუმენტი შემუშავებულია რესპუბლიკელი სენატორ ჯიმ რიშის მიერ დემოკრატი ჯინ შაჰინის თანაავტორობით. კანონპროექტი MEGOBARI ინგლისურიდან ითარგმნება როგორც კანონი საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაფართოების შესახებ, ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის დასამყარებლად.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს აქტი ან საერთოდ არ იქნება მიღებული, ან თუ იქნება მიღებული მასში აისახება ის ცვლილებები, რომელიც სამართლიანად საჭიროა, რომ ასახული იყოს. პირველ რიგში, ეს ეხება ჩვენი მოსახლეობის მიერ საპარლამენტო არჩევნებში გამოხატულ თავისუფალ ნებას", - განაცხადა მიქანაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, „მეგობარი აქტი“ სინამდვილეში საქართველოს და ქართველი ხალხის არამეგობრული აქტია, რომელიც აბსოლუტურად აცდენილია რეალობას.
„იმედს ვიტოვებთ, რომ ეს აქტი საბოლოო ჯამში, კანონად არ გადაიქცევა და კონკრეტული კანონმდებლები მისცემენ სამართლიან შეფასებას ყველაფერს, რის შემდეგადაც შესაძლებელი იქნება, რომ მასში შევიდეს ისეთი ცვლილებები, რომ მან მართლაც გაამართლოს თავისი დასახელება და მართლაც „მეგობარი აქტი“ გახდეს“, - განაცხადა მიქანაძემ.
როგორც ადრე მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, კანონპროექტი MEGOBARI, რომელიც „გამჭვირვალობის“ კანონის მიღების გამო ქართველი პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახის წევრების დასანქცირებას ითვალისწინებს, არასოდეს გახდება კანონი, მით უმეტეს, როდესაც არსებობს რეალური საფუძველი საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გადატვირთვისთვის.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ საჭიროა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა. კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელშიც ურთიერთშემხვედრი ნაბიჯები იქნება გაწერილი.
პრემიერი დარწმუნებულია, თუ მოხერხდება „დიფ სთეითის“ დამარცხება სრულად, ამ შემთხვევაში ვერაფერი დაუდგება წინ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლა დასახელდა. დღეისათვის შეერთებული შტატების პირველმა პირმა მიაღწია მასობრივ გადადგომას სახელმწიფო დეპარტამენტსა და ეროვნული უშიშროების საბჭოში და დაიწყო საჯარო მოხელეების წმენდა. უცხოური დახმარების მსოფლიოში წამყვანი სააგენტო USAID-ი გამოცხადდა "კრიმინალურ ორგანიზაციად" და ამჟამად მისი ფინანსების შემოწმება მიმდინარეობს.
მმართველ პარტიაში Deep state-ს ასევე უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას" - „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე პრინციპული გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.
საქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.
შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024" (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის" საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების 300-ზე მეტ წარმომადგენელს სავიზო სანქციები დაუწესა.