https://sputnik-georgia.com/20250505/buchukuri-chven-vemzadebit-municipaluri-archevnebistvis-293188557.html
ბუჩუკური: ჩვენ ვემზადებით მუნიციპალური არჩევნებისთვის
ბუჩუკური: ჩვენ ვემზადებით მუნიციპალური არჩევნებისთვის
Sputnik საქართველო
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადებიან დანარჩენი ოპოზიციური პარტიებიც. 05.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-05T15:49+0400
2025-05-05T15:49+0400
2025-05-05T15:49+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
თვითმმართველობის არჩევნები
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/13/279768548_0:40:1512:892_1920x0_80_0_0_37455c3776a8739214fbb3cea87384b2.jpg
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ჩვენ ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის, მუნიციპალური არჩევნებისთვის, პარტია თუ გადაწყვეტს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს, ამას საზოგადოება ჩვენგან გაიგებს, განაცხადა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა.2025 წლის ოქტომბერში 64 ქალაქსა და რაიონში მერებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების (საკრებულოს) დეპუტატების არჩევნები გაიმართება. ამ დროისთვის ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადებებისგან თავს იკავებს. მხოლოდ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მისი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება.როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადებიან დანარჩენი ოპოზიციური პარტიებიც.გასულ კვირაში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის და მასში ჩართული იქნება პარტიული სტრუქტურის ყველა რგოლი.თვითმმართველობის არჩევნები ყველაზე მასშტაბურია ქვეყანაში - ყველა ქალაქისა და რაიონის მოსახლეობა ცალ-ცალკე ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევს.საკრებულოს ყველა სათათბირო ორგანოს პროპორციული არჩევნების ბარიერი 4%-ია. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებით თუ ვიმსჯელებთ, ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ შემდეგ პარტიებს აქვთ: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „კოალიცია ცვლილებისთვის, ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „საქართველოსთვის“. ამ ეტაპზე პარლამენტში მანდატები მხოლოდ პარტიამ „საქართველოსთვის“ შეინარჩუნა; დანარჩენებმა პარლამენტში შესვლაზე პროტესტის ნიშნად უარი განაცხადეს.დარჩენილმა პარტიებმა ამომრჩეველთა 3%-ის მხარდაჭერაც კი ვერ მოიპოვეს. მათ შორის არის პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“, რომელმაც განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები ცალ-ცალკე ითვლება თითოეულ ოლქში. ამრიგად, მცირე პარტიების უმეტესობას არ ექნება რესურსი, რომ გაიმარჯვოს კონკრეტულ რაიონში.საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, მმართველი პარტია ოპოზიციასთან დამარცხდა ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/13/279768548_336:28:1512:910_1920x0_80_0_0_b232ae2d4e4a25e68517ea562ce1c77f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნები, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნები, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
ბუჩუკური: ჩვენ ვემზადებით მუნიციპალური არჩევნებისთვის
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადებიან დანარჩენი ოპოზიციური პარტიებიც.
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ჩვენ ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის, მუნიციპალური არჩევნებისთვის, პარტია თუ გადაწყვეტს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს, ამას საზოგადოება ჩვენგან გაიგებს, განაცხადა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა.
2025 წლის ოქტომბერში 64 ქალაქსა და რაიონში მერებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების (საკრებულოს) დეპუტატების არჩევნები გაიმართება. ამ დროისთვის ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადებებისგან თავს იკავებს. მხოლოდ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მისი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება.
„პარტია იმისთვის არის პარტია, რომ ნებისმიერი არჩევნებისთვის მზად უნდა იყოს. ჩვენ ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის, მუნიციპალური არჩევნებისთვის. ჩვენი გუნდი თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ არ მიიღოს მონაწილეობა, ამას საზოგადოება ჩვენგან გაიგებს“,- განაცხადა ბუჩკურმა.
როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადებიან დანარჩენი ოპოზიციური პარტიებიც.
„რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს... ისინი ერთი მხრივ, რადიკალურ განცხადებას აკეთებენ, მაგრამ მეორე მხრივ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ემზადებიან მუნიციპალური არჩევნებისთვის. ეს რაღაცნაირად არჩევნებზე მიპარვის მცდელობას ჰგავს", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
გასულ კვირაში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის და მასში ჩართული იქნება პარტიული სტრუქტურის ყველა რგოლი.
თვითმმართველობის არჩევნები ყველაზე მასშტაბურია ქვეყანაში - ყველა ქალაქისა და რაიონის მოსახლეობა ცალ-ცალკე ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევს.
საკრებულოს ყველა სათათბირო ორგანოს პროპორციული არჩევნების ბარიერი 4%-ია. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებით თუ ვიმსჯელებთ, ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ შემდეგ პარტიებს აქვთ: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „კოალიცია ცვლილებისთვის, ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „საქართველოსთვის“. ამ ეტაპზე პარლამენტში მანდატები მხოლოდ პარტიამ „საქართველოსთვის“ შეინარჩუნა; დანარჩენებმა პარლამენტში შესვლაზე პროტესტის ნიშნად უარი განაცხადეს.
დარჩენილმა პარტიებმა ამომრჩეველთა 3%-ის მხარდაჭერაც კი ვერ მოიპოვეს. მათ შორის არის პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“, რომელმაც განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები ცალ-ცალკე ითვლება თითოეულ ოლქში. ამრიგად, მცირე პარტიების უმეტესობას არ ექნება რესურსი, რომ გაიმარჯვოს კონკრეტულ რაიონში.
საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, მმართველი პარტია ოპოზიციასთან დამარცხდა ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში.