https://sputnik-georgia.com/20250505/12-metriani-avtobusebis-mozraoba-sheizguda-293184001.html
ცოტნე დადიანის ქუჩაზე 12-მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა დროებით შეიზღუდა
ცოტნე დადიანის ქუჩაზე 12-მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა დროებით შეიზღუდა
Sputnik საქართველო
დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში, რომელიც ავარიული იყო, იატაკი ჩაინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაღუპულა. 05.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-05T11:18+0400
2025-05-05T11:18+0400
2025-05-05T11:18+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250833907_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_5828a5e50f500b8eb1bcadf9f067f9e2.jpg
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ცოტნე დადიანის ქუჩაზე 12-მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა დროებით შეიზღუდა, იუწყება თბილისის მერია. 4 მაისს, დადიანის ქუჩაზე მდებარე სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე იატაკი ჩაინგრა - მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან ორი პირი, კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს. შემთხვევის ადგილი ამ დრომდე ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ამჟამად, 12-მეტრიანი ავტობუსები დროებით გადართულია ალტერნატიულ მარშრუტებზე. კერძოდ: ავტობუსი N323, N317 და N370 იმოძრავებენ თორნიკე ერისთავის ქუჩის მიმართულებით, შემდეგ კი წერეთლის გამზირის გავლით, დაუკავშირდებიან სადგურის მოედანს. ავტობუსი N323 სადგურის მოედნიდან გააგრძელებს გადაადგილებას გიორგი ჩიტაიას ქუჩის მიმართულებით და იმოძრავებს დადგენილი სქემით, მათ შორის უკუმიმართულებითაც. თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის მოსახლეობას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250833907_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_7ae80bc61b9ae2c2cf28304d2ed14283.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში
ცოტნე დადიანის ქუჩაზე 12-მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა დროებით შეიზღუდა
დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში, რომელიც ავარიული იყო, იატაკი ჩაინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაღუპულა.
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ცოტნე დადიანის ქუჩაზე 12-მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა დროებით შეიზღუდა, იუწყება თბილისის მერია.
4 მაისს, დადიანის ქუჩაზე მდებარე სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე იატაკი ჩაინგრა - მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან ორი პირი, კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს. შემთხვევის ადგილი ამ დრომდე ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
„მიმდინარე სალიკვიდაციო ღონისძიებების გამო, ტერიტორიაზე 12-მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა გართულდა და საპატრულო პოლიციის რეკომენდაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე 12-მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა დროებით აიკრძალა“, -აღნიშნულია განცხადებაში.
ამჟამად, 12-მეტრიანი ავტობუსები დროებით გადართულია ალტერნატიულ მარშრუტებზე.
კერძოდ: ავტობუსი N323, N317 და N370 იმოძრავებენ თორნიკე ერისთავის ქუჩის მიმართულებით, შემდეგ კი წერეთლის გამზირის გავლით, დაუკავშირდებიან სადგურის მოედანს. ავტობუსი N323 სადგურის მოედნიდან გააგრძელებს გადაადგილებას გიორგი ჩიტაიას ქუჩის მიმართულებით და იმოძრავებს დადგენილი სქემით, მათ შორის უკუმიმართულებითაც.
თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის მოსახლეობას.