https://sputnik-georgia.com/20250504/sus-ma-angarishi-gamoaqveyna-293176291.html
სუს-ის ანგარიში: ფიქტიური დოკუმენტები და უცხოელთა სხვა საშიში საქმიანობა საქართველოში
სუს-ის ანგარიში: ფიქტიური დოკუმენტები და უცხოელთა სხვა საშიში საქმიანობა საქართველოში
Sputnik საქართველო
უწყების ცნობით, 2024 წელს გამოვლინდა 186 უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებას ფიქტიური დოკუმენტების... 04.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-04T12:58+0400
2025-05-04T12:58+0400
2025-05-04T12:58+0400
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/06/277402288_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_d7b73480a7b19ecb5cb4359c3e651730.jpg
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა 2024 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლასა და ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ განაცხადებზე განსაკუთრებული კონტროლი დააწესა.ანგარიშის თანახმად, სპეციალური კონტროლი საჭირო გახდა უცხოურ სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებული და/ან მათთან დაახლოებული პირების გამოსავლენად.სუს-ის მონაცემებით, 2024 წელს გამოვლინდა 186 უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებას ფიქტიური დოკუმენტების გამოყენებით.საერთო ჯამში, 2024 წელს განხილულ იქნა უცხოელების 77,9 ათასი საქმე, რომლებიც ქვეყანაში ბინადრობის ნებართვის მიღებას ითხოვდნენ. უწყების ცნობით, 5,3 ათასს უარი ეთქვა.„გარდა ამისა, სუს-მა განაცხადა, რომ კონტროლის ქვეშ აიღო საქართველოში მცხოვრები უცხოელები, რომლებიც უცხო სახელმწიფოს სასარგებლოდ პროპაგანდას ეწეოდნენ. „ასევე დადგინდა ამ კატეგორიის პირების მიერ ანტიქართული და მავნე დეზინფორმაციის გავრცელების ფაქტები“, - ნათქვამია ანგარიშში.გარდა ამისა, სუს-მა გამოავლინა საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩატარებული საეჭვო გამოკითხვები უცხოური სადაზვერვო სამსახურებისთვის საინტერესო თემებზე და საქართველოს მოქალაქეების „დავერბოვკების" მცდელობები.სუს-ი ასევე აღნიშნავს, რომ 2024 წელს დაფიქსირდა საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელების მხრიდან საეჭვო საქმიანობა, მათ შორის GPS კოორდინატების დადგენა, დრონებიდან ვიდეო და ფოტო გადაღება.ზოგიერთი მათგანთან მიმართებით ამოქმედდა სასაზღვრო კონტროლის ზომები და მათ ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მიეცათ. საერთო ჯამში, კონტრდაზვერვის საქმიანობის საფუძველზე რვა სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/06/277402288_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_a21f8f4d145786ba2f736b6a5018f807.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საზოგადოება, ახალი ამბები
სუს-ის ანგარიში: ფიქტიური დოკუმენტები და უცხოელთა სხვა საშიში საქმიანობა საქართველოში
უწყების ცნობით, 2024 წელს გამოვლინდა 186 უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებას ფიქტიური დოკუმენტების გამოყენებით.
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა 2024 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლასა და ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ განაცხადებზე განსაკუთრებული კონტროლი დააწესა.
ანგარიშის თანახმად, სპეციალური კონტროლი საჭირო გახდა უცხოურ სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებული და/ან მათთან დაახლოებული პირების გამოსავლენად.
სუს-ის მონაცემებით, 2024 წელს გამოვლინდა 186 უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებას ფიქტიური დოკუმენტების გამოყენებით.
„გამოვლენილი იქნა პირები, რომლებიც ფიქტიური ქორწინების გზით, ფიქტიური შრომითი ხელშეკრულებით, ფიქტიური კომპანიების მეშვეობით, კვლევების საფუძველზე ან ქონების შეძენისას, საქართველოში ბინადრობის ნებართვას ან ლტოლვილის სტატუსს ითხოვდნენ, "- ნათქვამია ანგარიშში.
საერთო ჯამში, 2024 წელს განხილულ იქნა უცხოელების 77,9 ათასი საქმე, რომლებიც ქვეყანაში ბინადრობის ნებართვის მიღებას ითხოვდნენ. უწყების ცნობით, 5,3 ათასს უარი ეთქვა.
„გარდა ამისა, სუს-მა განაცხადა, რომ კონტროლის ქვეშ აიღო საქართველოში მცხოვრები უცხოელები, რომლებიც უცხო სახელმწიფოს სასარგებლოდ პროპაგანდას ეწეოდნენ. „ასევე დადგინდა ამ კატეგორიის პირების მიერ ანტიქართული და მავნე დეზინფორმაციის გავრცელების ფაქტები“, - ნათქვამია ანგარიშში.
გარდა ამისა, სუს-მა გამოავლინა საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩატარებული საეჭვო გამოკითხვები უცხოური სადაზვერვო სამსახურებისთვის საინტერესო თემებზე და საქართველოს მოქალაქეების „დავერბოვკების" მცდელობები.
სუს-ი ასევე აღნიშნავს, რომ 2024 წელს დაფიქსირდა საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელების მხრიდან საეჭვო საქმიანობა, მათ შორის GPS კოორდინატების დადგენა, დრონებიდან ვიდეო და ფოტო გადაღება.
ზოგიერთი მათგანთან მიმართებით ამოქმედდა სასაზღვრო კონტროლის ზომები და მათ ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მიეცათ. საერთო ჯამში, კონტრდაზვერვის საქმიანობის საფუძველზე რვა სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.