https://sputnik-georgia.com/20250504/saqartveloshi-mkopi-rusetis-moqalaqeebis-meotxedi-rezidentia-293179074.html
საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების თითქმის მეოთხედი რეზიდენტია
საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების თითქმის მეოთხედი რეზიდენტია
Sputnik საქართველო
2025 წლის პირველ კვარტალში რუსეთის მოქალაქეების ხარჯებმა საქართველოს მიერ ტურიზმისგან მიღებული შემოსავლების 17,2% შეადგინა. 04.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-04T15:00+0400
2025-05-04T15:00+0400
2025-05-04T15:00+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
სტატისტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/1c/251028773_0:135:3161:1913_1920x0_80_0_0_ded9a95a0e6f4d88380de4a010597a9c.jpg
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. 2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 24,4% რეზიდენტია, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებუილ ინფორმაციაში. ეროვნული ბანკი რეზიდენტებად მიიჩნევს მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში იმყოფებიან ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ან გეგმავენ ერთ წელზე მეტი ვადით დარჩენას. სებ-ის მონაცემებით, 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში რეზიდენტებად უკვე ითვლებოდნენ ქვეყანაში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 24,4%, ბელარუსის მოქალაქეების 26,9% და უკრაინის მოქალაქეების 23,9%. მათი შემოსავალი, მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიის მიხედვით, ტურიზმის შემოსავალად არ ითვლება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების ხარჯმა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 17,2% შეადგინა. რუსებმა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში ქვეყანაში 141,8 მილიონი დოლარი დახარჯეს, რაც 17,2%-ით ნაკლებია 2024 წლის პირველ კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით. რაც შეეხება ბელარუსის და უკრაინის მოქალაქეებს, მათმა ხარჯებმა 2025 წლის პირველ კვარტალში შეადგინა 15,9 მლნ და 33,7 მლნ დოლარი. აღნიშნული ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორები ქვეყანაში დახარჯული თანხების მოცულობით მხარჯველუნარიანი ტურისტების ათეულში შედიან.საქართველოს შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურებიდან მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში 826 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ზრდა გამოწვეულია ისრაელიდან და საუდის არაბეთიდან ჩამოსული ტურისტებიდან მიღებული შემოსავლის ზრდით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/1c/251028773_216:0:2945:2047_1920x0_80_0_0_bc17ad174e34eac5e8262fe270797f10.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, სტატისტიკა
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, სტატისტიკა
საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების თითქმის მეოთხედი რეზიდენტია
2025 წლის პირველ კვარტალში რუსეთის მოქალაქეების ხარჯებმა საქართველოს მიერ ტურიზმისგან მიღებული შემოსავლების 17,2% შეადგინა.
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. 2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 24,4% რეზიდენტია, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებუილ ინფორმაციაში.
ეროვნული ბანკი რეზიდენტებად მიიჩნევს მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში იმყოფებიან ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ან გეგმავენ ერთ წელზე მეტი ვადით დარჩენას.
სებ-ის მონაცემებით, 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში რეზიდენტებად უკვე ითვლებოდნენ ქვეყანაში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 24,4%, ბელარუსის მოქალაქეების 26,9% და უკრაინის მოქალაქეების 23,9%.
მათი შემოსავალი, მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიის მიხედვით, ტურიზმის შემოსავალად არ ითვლება.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების ხარჯმა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 17,2% შეადგინა.
რუსებმა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში ქვეყანაში 141,8 მილიონი დოლარი დახარჯეს, რაც 17,2%-ით ნაკლებია 2024 წლის პირველ კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით.
რაც შეეხება ბელარუსის და უკრაინის მოქალაქეებს, მათმა ხარჯებმა 2025 წლის პირველ კვარტალში შეადგინა 15,9 მლნ და 33,7 მლნ დოლარი. აღნიშნული ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორები ქვეყანაში დახარჯული თანხების მოცულობით მხარჯველუნარიანი ტურისტების ათეულში შედიან.
საქართველოს შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურებიდან მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში 826 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ზრდა გამოწვეულია ისრაელიდან და საუდის არაბეთიდან ჩამოსული ტურისტებიდან მიღებული შემოსავლის ზრდით.