https://sputnik-georgia.com/20250504/saqartveloshi-marixuanas-moxmarebistvis-mozardebs-daajarimeben-293176605.html
მარიხუანას მოხმარებისთვის მოზარდებს დააჯარიმებენ: რა დგას აღნიშნული გადაწყეტილების უკან?
მარიხუანას მოხმარებისთვის მოზარდებს დააჯარიმებენ: რა დგას აღნიშნული გადაწყეტილების უკან?
Sputnik საქართველო
თავდაპირველად, მარიხუანას მოხმარებისთვის ჯარიმები 21 წლამდე პირებზე ვრცელდებოდა. 04.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-04T14:00+0400
2025-05-04T14:00+0400
2025-05-04T14:00+0400
საქართველო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23939/89/239398975_0:37:1001:600_1920x0_80_0_0_9ef66b96784f2fd4a4a8224c5de45065.jpg
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოში 2025 წლის ივნისიდან 18 წლამდე პირებს მარიხუანას მოხმარებისთვის დააჯარიმებენ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეთანილი შესაბამისი ცვლილებები უკვე გამოქვეყნდა „საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე.თავდაპირველად, მარიხუანას მოხმარებისთვის ჯარიმები 21 წლამდე პირებზე ვრცელდებოდა. თუმცა, 2023 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული შეზღუდვა არაკონსტიტუციურად ცნო.საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებით, თუ ვივარაუდებთ, რომ 18 წელს მიღწეულ პირს აქვს ინტელექტუალური და ფსიქოლოგიური რესურსები რათა დამოუკიდებლად მიიღოს სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილებები, მაშინ ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ მას შეუძლია გააანალიზოს მარიხუანას მოხმარებით გამოწვეული რისკები და მიიღოს გადაწყვეტილება თავისი რეალური ნების შესაბამისად, რაც ეფექტური იქნება მხოლოდ მისი ჯანმრთელობისთვის.18-წლამდე პირებისთვის ჯარიმის ოდენობა 500-დან 1 ათას ლარამდე იქნება.ამასთან, პოლიციას უფლება ექნება, საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში, მოზარდს ნარკოტესტი ჩაუტაროს და თუ იგი შემოწმებაზე უარს იტყვის, მიიღოს საჭირო ზომები.ლეგალურია თუ არა მარიხუანა საქართველოში?2018 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა მარიხუანას მოხმარებისთვის ერთადერთი სასჯელი - 500-ლარიანი ჯარიმა, რადგანაც, სასამართლოს მოსაზრებით, მარიხუანას მოხმარება ადამიანის ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა და არ მოქმედებს სხვა მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლებებზე.თუმცა, იმავე წლის შემოდგომაზე პარლამენტმა მიიღო ახალი წესები, რომლის თანახმადაც მარიხუანას მოხმარება მხოლოდ სახლშია დაშვებული და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქ არასრულწლოვნები არ იმყოფებიან.მარიხუანის მოხმარება იკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლების და სხვა სააგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე.მიუხედავად იმისა, რომ მოხმარება ლეგალურია, კანაფის შენახვა, შეძენა და კულტივაცია, მათ შორის პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში კვლავ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ან სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.მარიხუანის პირადი მოხმარებისთვის დასაშვები დოზა განისაზღვრა: ნედლი კანაფის შემთხვევაში 10 გრამამდე, მარიხუანის - 5 გრამამდე. ასეთი დოზის ფლობა ან შეძენა პირის 500 ლარის ოდენობით დაჯარიმას ითვალისწინებს.ნარკოტიკების ნებისმიერი რაოდენობით გაყიდვა სისხლის სამართლის დანაშაულია, ისევე როგორც ნარკოტიკების პირადი მოხმარებისთვის განსაზღვრული დოზის გადაჭარბებით შენახვა, შეძენა და კულტივაცია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23939/89/239398975_48:0:937:667_1920x0_80_0_0_f46edc1dc0ea3398b17d8434885f8046.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საზოგადოება, ახალი ამბები
მარიხუანას მოხმარებისთვის მოზარდებს დააჯარიმებენ: რა დგას აღნიშნული გადაწყეტილების უკან?
თავდაპირველად, მარიხუანას მოხმარებისთვის ჯარიმები 21 წლამდე პირებზე ვრცელდებოდა.
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოში 2025 წლის ივნისიდან 18 წლამდე პირებს მარიხუანას მოხმარებისთვის დააჯარიმებენ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეთანილი შესაბამისი ცვლილებები უკვე გამოქვეყნდა „საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე.
თავდაპირველად, მარიხუანას მოხმარებისთვის ჯარიმები 21 წლამდე პირებზე ვრცელდებოდა. თუმცა, 2023 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული შეზღუდვა არაკონსტიტუციურად ცნო.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებით, თუ ვივარაუდებთ, რომ 18 წელს მიღწეულ პირს აქვს ინტელექტუალური და ფსიქოლოგიური რესურსები რათა დამოუკიდებლად მიიღოს სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილებები, მაშინ ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ მას შეუძლია გააანალიზოს მარიხუანას მოხმარებით გამოწვეული რისკები და მიიღოს გადაწყვეტილება თავისი რეალური ნების შესაბამისად, რაც ეფექტური იქნება მხოლოდ მისი ჯანმრთელობისთვის.
„ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცხადი ხდება, რომ 18 წელს მიღწეული პირის მიერ დაცული პირადი ავტონომიის სფერო, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს მარიხუანას მოხმარებას გართობისა და დასვენების მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობასაც“, - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
18-წლამდე პირებისთვის ჯარიმის ოდენობა 500-დან 1 ათას ლარამდე იქნება.
ამასთან, პოლიციას უფლება ექნება, საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში, მოზარდს ნარკოტესტი ჩაუტაროს და თუ იგი შემოწმებაზე უარს იტყვის, მიიღოს საჭირო ზომები.
ლეგალურია თუ არა მარიხუანა საქართველოში?
2018 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა მარიხუანას მოხმარებისთვის ერთადერთი სასჯელი - 500-ლარიანი ჯარიმა, რადგანაც, სასამართლოს მოსაზრებით, მარიხუანას მოხმარება ადამიანის ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა და არ მოქმედებს სხვა მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლებებზე.
თუმცა, იმავე წლის შემოდგომაზე პარლამენტმა მიიღო ახალი წესები, რომლის თანახმადაც მარიხუანას მოხმარება მხოლოდ სახლშია დაშვებული და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქ არასრულწლოვნები არ იმყოფებიან.
მარიხუანის მოხმარება იკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლების და სხვა სააგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე.
მიუხედავად იმისა, რომ მოხმარება ლეგალურია, კანაფის შენახვა, შეძენა და კულტივაცია, მათ შორის პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში კვლავ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ან სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.
მარიხუანის პირადი მოხმარებისთვის დასაშვები დოზა განისაზღვრა: ნედლი კანაფის შემთხვევაში 10 გრამამდე, მარიხუანის - 5 გრამამდე. ასეთი დოზის ფლობა ან შეძენა პირის 500 ლარის ოდენობით დაჯარიმას ითვალისწინებს.
ნარკოტიკების ნებისმიერი რაოდენობით გაყიდვა სისხლის სამართლის დანაშაულია, ისევე როგორც ნარკოტიკების პირადი მოხმარებისთვის განსაზღვრული დოზის გადაჭარბებით შენახვა, შეძენა და კულტივაცია.