მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პუტინი: რუსეთს უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების საჭიროება არ ჰქონია

© POOL / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2025
გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ადრე თუ გვიან რუსეთი და უკრაინა შერიგდებიან.
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. რუსეთს უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს ბირთვული იარაღის გამოყენების საჭიროება არ ჰქონია და ასეთი აუცილებლობა არ დადგება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
„თქვენს მიერ ახლახან ნახსენები იარაღის (ბირთვული იარაღის) გამოყენების საჭიროება არ იყო და იმედი მაქვს, რომ ამის საჭიროება არც იქნება“, - განაცხადა პუტინმა რუსულ ტელეარხ Россия 1-ის ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში. ინტერვიუს კადრები შევიდა ახალ ფილმში „Россия. Кремль. Путин. 25 лет" ( „რუსეთი. კრემლი. პუტინი. 25 წელი").
ამასთან, როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, მოსკოვს საკმარისი ძალები და რესურსები აქვს იმისთვის, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია რუსეთისთვის სასურველი შედეგით ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ადრე თუ გვიან რუსეთი და უკრაინა შერიგდებიან.
„მეჩვენება, რომ ეს გარდაუვალია, მიუხედავად იმ ტრაგედიისა, რომელსაც ახლა განვიცდით... ეს დროის საკითხია", - განაცხადა პუტინმა.
ყველა ახალი ამბავი
0