https://sputnik-georgia.com/20250504/nazaladevis-gamgebeli-dadianze-momxdar-incidentze-293181464.html
არავინ დარჩება ღია ცის ქვეშ: ნაძალადევის გამგებელი დადიანზე მომხდარ ინცინდენტზე
არავინ დარჩება ღია ცის ქვეშ: ნაძალადევის გამგებელი დადიანზე მომხდარ ინცინდენტზე
Sputnik საქართველო
დღეს დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში, რომელიც ავარიული იყო, იატაკი ჩაიგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაღუპულა. 04.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-04T19:06+0400
2025-05-04T19:06+0400
2025-05-04T19:06+0400
საქართველო
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1a/251564102_1195:204:4126:1853_1920x0_80_0_0_a7edf15f70a440cb7339f64a6ecd6585.jpg
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. დადიანის ქუჩაზე მდებარე კორპუსში მცხოვრებ ყველა ოჯახს, რომელიც დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა, სასტუმროში განათავსებენ, განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ. ინცინდენტი დადიანი ქუჩაზე დაახლოებით დღის პირველ საათზე მოხდა. სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე იატაკი ჩაინგრა - მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან ორი პირი, კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს. მისი თქმით, საცხოვრებელი კორპუსი რომ ავარიული იყო, გამგეობაში ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა, მოსახლეობასთან შეთანხმება ვერ მოხდა.„კორპუსის ავარიულობის შესახებ ჩვენ ინფორმაცია გვქონდა. არაერთხელ გვქონდა შეხვედრა. საუბარი იყო ინვესტორებთან შენობის გამაგრებასთან დაკავშირებით, მაგრამ მოსახლეობასთან ვერ შედგა შეთანხმება”, - განაცხადა გამგებელმა. რაც შეეხება მომხდარის მიზეზებს, გამგებლის თქმით, მიმდინარეობს მოკვლევა და გამოძიება ყოველივეს დაადგენს.ამ დრომდე ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1a/251564102_1593:197:3801:1853_1920x0_80_0_0_9811c86155c621eeef7a6be92421b7e8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
არავინ დარჩება ღია ცის ქვეშ: ნაძალადევის გამგებელი დადიანზე მომხდარ ინცინდენტზე
დღეს დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში, რომელიც ავარიული იყო, იატაკი ჩაიგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაღუპულა.
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. დადიანის ქუჩაზე მდებარე კორპუსში მცხოვრებ ყველა ოჯახს, რომელიც დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა, სასტუმროში განათავსებენ, განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ.
ინცინდენტი დადიანი ქუჩაზე დაახლოებით დღის პირველ საათზე მოხდა. სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე იატაკი ჩაინგრა - მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან ორი პირი, კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს.
„ჩვენ ყველა ოჯახი გაგვყავს სასტუმროში. არავინ დარჩება ღია ცის ქვეშ. შემდეგ, პირველადი მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებლად გავიყვანთ ქირით და პრობლემა არცერთ ოჯახს არ ექნება”, -განაცხადა ანდღულაძემ.
მისი თქმით, საცხოვრებელი კორპუსი რომ ავარიული იყო, გამგეობაში ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა, მოსახლეობასთან შეთანხმება ვერ მოხდა.
„კორპუსის ავარიულობის შესახებ ჩვენ ინფორმაცია გვქონდა. არაერთხელ გვქონდა შეხვედრა. საუბარი იყო ინვესტორებთან შენობის გამაგრებასთან დაკავშირებით, მაგრამ მოსახლეობასთან ვერ შედგა შეთანხმება”, - განაცხადა გამგებელმა.
რაც შეეხება მომხდარის მიზეზებს, გამგებლის თქმით, მიმდინარეობს მოკვლევა და გამოძიება ყოველივეს დაადგენს.
ამ დრომდე ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.