https://sputnik-georgia.com/20250503/xobsi-avarias-axalgazrda-mamakci-emsxverpla-misi-mcirewlovani-zma-dasavda-293162456.html
ხობში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, მისი მცირეწლოვანი ძმა კი დაშავდა
ხობში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, მისი მცირეწლოვანი ძმა კი დაშავდა
Sputnik საქართველო
მოზარდს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება 03.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-03T18:24+0400
2025-05-03T18:24+0400
2025-05-03T18:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რეგიონები
სამეგრელო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283836452_0:104:1280:825_1920x0_80_0_0_a350974ae978ab0f2f914b93a223187c.jpg
თბილისი, 3 მაისი - Sputnik. ხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ერთი პირი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს დისტრიბუციისა და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახა.შემთხვევის შედეგად, დისტრიბუციის მანქანის მძღოლი, 25 წლამდე ახალგაზრდა გარდაიცვალა, ხოლო მანქანაში მყოფი მისი 10 წლის ძმა დაშავდა.დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება და შესაბამისი კვლევები უტარდება.შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
საქართველო
სამეგრელო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283836452_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_a346ff1521d9f08dd55e772351b90746.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, სამეგრელო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, სამეგრელო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ხობში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, მისი მცირეწლოვანი ძმა კი დაშავდა
მოზარდს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება
თბილისი, 3 მაისი - Sputnik. ხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ერთი პირი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.
შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს დისტრიბუციისა და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად, დისტრიბუციის მანქანის მძღოლი, 25 წლამდე ახალგაზრდა გარდაიცვალა, ხოლო მანქანაში მყოფი მისი 10 წლის ძმა დაშავდა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება და შესაბამისი კვლევები უტარდება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.