https://sputnik-georgia.com/20250503/tbilisidan-taskentis-mimartulebit0kidev-ertma-aviakompaniam-daiwyo-operireba-293163046.html
თბილისიდან ტაშკენტის მიმართულებით კიდევ ერთმა ავიაკომპანიამ დაიწყო ოპერირება
თბილისიდან ტაშკენტის მიმართულებით კიდევ ერთმა ავიაკომპანიამ დაიწყო ოპერირება
Sputnik საქართველო
ივნისიდან Fly Khiva გეგმავს ოპერირების დაწყებას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. 03.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-03T22:03+0400
2025-05-03T22:03+0400
2025-05-03T22:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
უზბეკეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0a/263490873_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_40574eda7ea481530765ca843b5906bf.jpg
თბილისი, 3 მაისი - Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება უზბეკურმა ავიაკომპანია Fly Khiva-მ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.ავიაკომპანია ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე ავიარეისებს კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს შეასრულებს.ავიაკომპანიამ Boeing 757-300 ტიპის საჰაერო ხომალდით პირველი მგზავრები უზბეკეთის დედაქალაქიდან თბილისში უკვე ჩამოიყვანა.კომპანიის ცნობით, Fly Khiva-მ საჰაერო ოპერატორის სერტიფიკატი 2023 წელს მიიღო და თავდაპირველად დაიწყო სატვირთო რეისების შესრულება ევროპაში, ჩინეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. 2024 წლის დეკემბრიდან Fly Khiva-მ დაიწყო სამგზავრო რეისების შესრულებაც და ამ ავიაკომპანიის ერთ-ერთი პირველი მიმართულება სწორედ საქართველოა.Fly Khiva ფლობს Boeing 767-300 ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდებსა და ორ Boeing 757-300 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავს, რომლებიც აღჭურვილია ბიზნესკლასის – 22 და ეკონომკლასის 203 ადგილით.2025 წლის ივნისიდან Fly Khiva გეგმავს ოპერირების დაწყებას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. ტაშკენტი-ბათუმი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე რეისები კვირაში ორჯერ, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტს რვა ახალი ავიაკომპანია ემატება, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს კი – ორი.
საქართველო
უზბეკეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0a/263490873_389:0:1829:1080_1920x0_80_0_0_a583ab287ee0606c28af083ebfe5f80c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, უზბეკეთი
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, უზბეკეთი
თბილისიდან ტაშკენტის მიმართულებით კიდევ ერთმა ავიაკომპანიამ დაიწყო ოპერირება
ივნისიდან Fly Khiva გეგმავს ოპერირების დაწყებას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც.
თბილისი, 3 მაისი - Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება უზბეკურმა ავიაკომპანია Fly Khiva-მ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.
ავიაკომპანია ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე ავიარეისებს კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს შეასრულებს.
ავიაკომპანიამ Boeing 757-300 ტიპის საჰაერო ხომალდით პირველი მგზავრები უზბეკეთის დედაქალაქიდან თბილისში უკვე ჩამოიყვანა.
კომპანიის ცნობით, Fly Khiva-მ საჰაერო ოპერატორის სერტიფიკატი 2023 წელს მიიღო და თავდაპირველად დაიწყო სატვირთო რეისების შესრულება ევროპაში, ჩინეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. 2024 წლის დეკემბრიდან Fly Khiva-მ დაიწყო სამგზავრო რეისების შესრულებაც და ამ ავიაკომპანიის ერთ-ერთი პირველი მიმართულება სწორედ საქართველოა.
Fly Khiva ფლობს Boeing 767-300 ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდებსა და ორ Boeing 757-300 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავს, რომლებიც აღჭურვილია ბიზნესკლასის – 22 და ეკონომკლასის 203 ადგილით.
2025 წლის ივნისიდან Fly Khiva გეგმავს ოპერირების დაწყებას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. ტაშკენტი-ბათუმი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე რეისები კვირაში ორჯერ, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.
2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტს რვა ახალი ავიაკომპანია ემატება, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს კი – ორი.