რა მიზნით ჩამოდიან უცხოელები საქართველოში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2025
გამოწერა
საქართველოში ვიზიტების ძირითადი მიზნები იყო დასვენება, ნათესავებისა და ახლობლების მონახულება, ასევე სხვა ქვეყნებში ტრანზიტი საქართველოს გავლით.
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს 2025 წლის პირველ კვარტალში 1,3 მლნ მოგზაური ეწვია, რაც 1,1%-ით მეტი ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" განცხადებაში.
15 წელს ზემოთ პირთა ვიზიტების რიცხვმა 1,2 მლნ შეადგინა, რაც 2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემზე 1,3%-ით მეტია. ტურისტული ვიზიტების რიცხვმა 958,9 ათასი შეადგინა, რაც გასული წლის იანვარ-მარტის მონაცემებზე 2,2%-ით მეტია.
საქართველოში ვიზიტების ძირითადი მიზნები იყო დასვენება, ნათესავებისა და ახლობლების მონახულება, ასევე სხვა ქვეყნებში ტრანზიტი საქართველოს გავლით.
უცხოელების საქართველოში ჩამოსვლის მიზანი 2025 წლის იანვარ-მარტში

ვიზიტის მიზანი

ვიზიტების რაოდენობა, ათასი

წილი საერთო რიცხვიდან, %

დასვენება და გართობა

494,7

42,2

ნათესავების მონახულება

336,9

28,7

ტრანზიტი სხვა ქვეყნებში

163,5

13,9

სამსახური

81,2

6,9

შოპინგი

74,1

6,3

სხვა

21,9

1,9

პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ტურისტი ეწვია თბილისსა და აჭარას. უცხოელები საქართველოში საშუალოდ 5,5 ღამეს ატარებდნენ.
ყველაზე მეტი ვიზიტორი იყო რუსეთიდან – 187,7 ათასი, რაც ვიზიტორების საერთო რაოდენობის 19,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის თურქეთი (წილი 16,5%) და სომხეთი (13%). უცხოელებმა თურქეთიდან 225,3 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რუსეთიდან – 219,3 ათასი, სომხეთიდან – 180,8 ათასი ვიზიტი.
„საქსტატის“ მონაცემებით, უცხოელებმა საქართველოში დაახლოებით 2,3 მილიარდი ლარი დახარჯეს, რაც 8,3%–ით მეტია, ვიდრე 2024 წლის საანგარიშო პერიოდში. ხარჯები ერთ ვიზიტზე 6,9%–ით გაიზარდა და 1 998,3 ლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0