ნუცუბიძის პლატოზე კლდე ჩამოიშალა

© Sputnik / Vladimir Umikashviliმეწყრული ზონა საბურთალოზე
მეწყრული ზონა საბურთალოზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2025
გამოწერა
შემთხვევა ნუცუბიძის პლატოს მეორე მიკრორაიონის მეოთხე კვარტალში მოხდა.
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ კლდოვანი ფერდის ნაწილი ჩამოიშალა.
მომხდარის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე იმყოფება სამაშველო სამსახური.
მთის ფერდობის ჩამოშლა, სავარაუდოდ, დედაქალაქში მოსულმა უხვი ნალექმა გამოიწვია.
შემთხვევა ნუცუბიძის პლატოს მეორე მიკრორაიონის მეოთხე კვარტალში მოხდა.
თბილისში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა. აღსანიშნავია, რომ ნუცუბიძის პლატოს იგივე ლოკაციაზე მსგავსი შემთხვევა რამდენიმე წლის წინაც მოხდა.
ყველა ახალი ამბავი
0