https://sputnik-georgia.com/20250503/expedia-tbilisi-msoflios-yvelaze-popularuli-mimartuebebis-sameulsia-293162915.html
Expedia: თბილისი მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მიმართულებების სამეულშია
Expedia: თბილისი მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მიმართულებების სამეულშია
Sputnik საქართველო
Expedia მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში ელექტრონული დაჯავშნის 200-ზე მეტ ვებ-გვერდს აერთიანებს. 03.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-03T21:10+0400
2025-05-03T21:10+0400
2025-05-03T21:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/17/272407759_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_f61832fe68e4eb2e826e2b68766877b7.jpg
თბილისი, 3 მაისი - Sputnik. Expedia-ს წლევანდელ რეიტინგში თბილისი პოპულარულ მიმართულებებს შორის მესამე ადგილზეა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.ამ სტატისტიკური მონაცემებით შედარებულია მოგზაურთა ჯავშნები 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის მარტამდე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან.კვლევის შედეგად, რომლის მიხედვით, თბილისი Expedia-ს რეიტინგში მესამე ადგილზეა, საქართველოს დედაქალაქის მაჩვენებელი 145%-ით გაიზარდა. მოგზაურები თბილისის კულტურას, ღამის ცხოვრებასა და სხვა აქტივობებს ეცნობიან.თბილისთან ერთად პოპულარულ მიმართულებებს შორის დასახელდა შვეიცარიული ქალაქები ბაზელი და ციურიხი, ასევე შვედური ქალაქი გეტებორგი, ბრაზილიური ქალაქი რიო დე ჟანეირო და მსოფლიოში ცნობილი სხვა ტურისტული ქალაქები.მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სამოგზაურო პლატფორმის, Expedia-ს წლევანდელ ტრენდები, რომელიც პლატფორმის სტატისტიკის საფუძველზე მომზადდა, ბრიტანულმა სამოგზაურო გამოცემა Time Out-მა გამოაქვეყნა.Expedia მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში ელექტრონული დაჯავშნის 200-ზე მეტ ვებ-გვერდს აერთიანებს. Expedia მომხმარებელს ინფორმაციას აწვდის 3 მილიონამდე ტურისტული, განთავსების ობიექტის, უძრავი ქონების, 500-ზე მეტი ავიაკომპანიის, საკრუიზო და ავტოგაქირავების კომპანიების შესახებ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/17/272407759_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_7f30f24b5a47760d7e8b6e27ea7a8339.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
Expedia: თბილისი მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მიმართულებების სამეულშია
Expedia მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში ელექტრონული დაჯავშნის 200-ზე მეტ ვებ-გვერდს აერთიანებს.
თბილისი, 3 მაისი - Sputnik. Expedia-ს წლევანდელ რეიტინგში თბილისი პოპულარულ მიმართულებებს შორის მესამე ადგილზეა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამ სტატისტიკური მონაცემებით შედარებულია მოგზაურთა ჯავშნები 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის მარტამდე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან.
კვლევის შედეგად, რომლის მიხედვით, თბილისი Expedia-ს რეიტინგში მესამე ადგილზეა, საქართველოს დედაქალაქის მაჩვენებელი 145%-ით გაიზარდა. მოგზაურები თბილისის კულტურას, ღამის ცხოვრებასა და სხვა აქტივობებს ეცნობიან.
თბილისთან ერთად პოპულარულ მიმართულებებს შორის დასახელდა შვეიცარიული ქალაქები ბაზელი და ციურიხი, ასევე შვედური ქალაქი გეტებორგი, ბრაზილიური ქალაქი რიო დე ჟანეირო და მსოფლიოში ცნობილი სხვა ტურისტული ქალაქები.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სამოგზაურო პლატფორმის, Expedia-ს წლევანდელ ტრენდები, რომელიც პლატფორმის სტატისტიკის საფუძველზე მომზადდა, ბრიტანულმა სამოგზაურო გამოცემა Time Out-მა გამოაქვეყნა.
Expedia მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში ელექტრონული დაჯავშნის 200-ზე მეტ ვებ-გვერდს აერთიანებს. Expedia მომხმარებელს ინფორმაციას აწვდის 3 მილიონამდე ტურისტული, განთავსების ობიექტის, უძრავი ქონების, 500-ზე მეტი ავიაკომპანიის, საკრუიზო და ავტოგაქირავების კომპანიების შესახებ.