https://sputnik-georgia.com/20250503/bankebis-mier-gacemuli-kreditebi-i-gaizarda-293160293.html
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა მარტში გაიზარდა
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა მარტში გაიზარდა
Sputnik საქართველო
მარტის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 03.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-03T12:50+0400
2025-05-03T12:50+0400
2025-05-03T12:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/78/234067879_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_a92733e07dd2c028064ebe95745815bb.jpg
თბილისი, 3 მაისი - Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტები 2025 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით, 832,22 მლნ ლარით, ანუ 1,33%-ით გაიზარდა და 1 აპრილისთვის 63,41 მილიარდი ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.აღნიშნულ პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 492,16 მილიონი ლარით, ანუ 1,38%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 340,07 მილიონი ლარით, ანუ 1,26%-ით.ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის მარტის ბოლოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 10,72 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 1,02%-ით მეტია. ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 18,22 მლრდ ლარი შეადგინა, რაც თებერვლის მაჩვენებელზე 2,78%-ით მეტია.2025 წლის მარტში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 1,26%-ით, ანუ 402,88 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით, 32,46 მლრდ ლარი შეადგინა.მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით, სესხების მთლიანი მოცულობის ლარიზაციის კოეფიციენტმა 56,89% შეადგინა, რაც 0,03 პროცენტული პუნქტით მეტია 2025 წლის 1 მარტის მაჩვენებელზე.მარტის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/78/234067879_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_e007f6a7432b860d5f06ec9fd2d04537.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა მარტში გაიზარდა
მარტის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
თბილისი, 3 მაისი - Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტები 2025 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით, 832,22 მლნ ლარით, ანუ 1,33%-ით გაიზარდა და 1 აპრილისთვის 63,41 მილიარდი ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
აღნიშნულ პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 492,16 მილიონი ლარით, ანუ 1,38%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 340,07 მილიონი ლარით, ანუ 1,26%-ით.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის მარტის ბოლოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 10,72 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 1,02%-ით მეტია. ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 18,22 მლრდ ლარი შეადგინა, რაც თებერვლის მაჩვენებელზე 2,78%-ით მეტია.
2025 წლის მარტში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 1,26%-ით, ანუ 402,88 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით, 32,46 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით, სესხების მთლიანი მოცულობის ლარიზაციის კოეფიციენტმა 56,89% შეადგინა, რაც 0,03 პროცენტული პუნქტით მეტია 2025 წლის 1 მარტის მაჩვენებელზე.
მარტის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.