რატომ შეაჩერა „რკინის ლედიმ“ მარგარეტ ტეტჩერმა არჩევანი თბილისზე - ვიდეო

გამოწერა
1987 წლის აპრილის დასაწყისში თბილისს ეწვია „რკინის ლედი“ - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი. საქართველოს დედაქალაქი სსრკ-ში ერთადერთი ქალაქი იყო, რომელიც ტეტჩერმა ამ ვიზიტის დროს მოსკოვის გარდა მოინახულა
ეს იყო ტეტჩერის პირველი ვიზიტი საბჭოთა კავშირში 12 წლის განმავლობაში და როგორც მან მოგვიანებით აღიარა, საქართველო მას ძალიან კარგად დაამახსოვრდა. „მითხრეს რომ არის ერთი ადგილი, სადაც ნამდვილად ღირდა გამგზავრება და ეს საქართველოა. ისინი აბსოლუტურად მართლები აღმოჩნდნენ“, - განაცხადა მან.
ამის გაკეთება ურჩია მისმა გარემოცვის წევრმა ლორდ უაითლოუმ, რომელიც უკვე ნამყოფი იყო. საქართველოში - ქვეყანამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. აგრეთვე არჩევანზე გავლენა იქონია სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედუარდ შევარდნაძის აზრმაც.
ტეტჩერი თბილისში იმყოფებოდა ქორწინების სასახლეში, ქართველი მომღერლის, თამრიკო გვერდწითელის ქორწილში, გაისეირნა ქალაქის ცენტრში, დაათვალიერა ღირსშესანიშნაობები და მოინახულა მეფე ვახტანგ გორგასლის ძეგლი.
საზეიმო ვახშმის დროს მოქანდაკემ და მხატვარმა ზურაბ წერეთელმა ტეტჩერს მისი პორტრეტი გადასცა, მან თბილისიდან კიდევ ერთი საჩუქარი წაიღო - ქართული კაბა ეროვნულ სტილში და ვერცხლისფერი ფეხსაცმელი.
ტეტჩერის წინაშე წარდგა ცნობილი ანსამბლი „რუსთავი“, მან მოინახულა ოპერისა და ბალეტის თეატრი და ხელოვნების მუზეუმი, გაესაუბრა ქალაქის მაცხოვრებლებს.
ტეტჩერმა, ყველასთვის მოულოდნელად, აჩვენა საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის ცოდნა, როგორც აღმოჩნდა, მან შოთა რუსთველის შესახებაც იცოდა.
„პოემა „ვეფხისტყაოსანი“ დაიწერა ჯეფრი ჩოსერის „კენტერბერიულ ზღაპრებამდე“ 200 წლით ადრე“, - განაცხადა ტეტჩერმა მიღებაზე.
ლონდონში დაბრუნების შემდეგ ტეტჩერმა აღნიშნა: „მინდოდა, თვალებში ჩამეხედა იმ ხალხისთვის, რომელმაც არასდროს იცოდა, რა არის სხვების მიმართ სიძულვილი“.
ყველა ახალი ამბავი
0