https://sputnik-georgia.com/20250502/ucxouri-zalebis-axali-samizneebi-saqartvelosi-susis-angarisu-293155112.html
უცხოური ძალების ახალი სამიზნეები საქართველოში - სუსის ანგარიში
უცხოური ძალების ახალი სამიზნეები საქართველოში - სუსის ანგარიში
Sputnik საქართველო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასევე აკვირდებოდა საზღვარგარეთ მოქმედ კომპანიებს, რომლებსაც კავშირი აქვთ უცხო ქვეყნების მაღალჩინოსნებთან 02.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-02T19:46+0400
2025-05-02T19:46+0400
2025-05-02T19:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_2d914442f43ebdfc2b12ab970f4eb5f8.jpg
თბილისი, 2 მაისი - Sputnik. 2024 წელს უცხოური დაზვერვის სამსახურების პრიორიტეტი ეკონომიკასა და ახალგაზრდობაზე გავლენის მოხდენა იყო, ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტს 2024 წელს შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში წარუდგინა. უსაფრთხოების ტრადიციულ ასპექტებთან ერთად, ამჯერად ანგარიშში ასევე მოხვდა ეროვნული უსაფრთხოების ახალი მიმართულებები და საფრთხეები.ეკონომიკა როგორც ობიექტისუსის ინფორმაციით, ეკონომიკური გავლენის მოხდენით დაინტერესება გაიზარდა შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივის ზრდის ფონზე.„აღნიშნულ პერიოდში, რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის ზრდიდან გამომდინარე, ცალკეული ქვეყნების ბიზნესსექტორის ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან გრძელდებოდა საქართველოში ახალი ბიზნესპროექტების განხორციელების მცდელობები. მათი სავარაუდო ამოცანა ქვეყნის საკვანძო ეკონომიკურ სექტორებში შეღწევა და ანგარიშგასაწევ სუბიექტებად ჩამოყალიბება იყო“, - აღნიშნავენ სუსში.უწყებაში ფიქრობენ, რომ აღნიშნულის მეშვეობით, ისინი შეეცდებოდნენ ხელისუფლებისთვის მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება მოეთხოვათ.სუსის ინფორმაციით, 2024 წელს კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში ოპერატიულ კონტროლზე იქნა აყვანილი საზღვარგარეთ რეგისტრირებული კომპანიებისა და საქართველოში უცხოური კაპიტალით დაფუძნებული იურიდიული პირებისა და მათი წარმომადგენლობების საქმიანობა, უცხოური ქვეყნების სპეცსამსახურებთან მათი შესაძლო კავშირების გამოვლენის მიზნით.სუსი აკვირდებოდა ასევე იმ კომპანიებს, რომლებიც ოპერირებენ უცხოეთში და რომლებსაც აქვთ კავშირები უცხოელ მაღალჩინოსნებთან.„მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ უცხოური კაპიტალით საქართველოში დაფუძნებული რამდენიმე კომპანია, რომელთა წარმოებული პროდუქცია შესაძლებელია გამოყენებული ყოფილიყო ორმაგი (სამხედრო და სამოქალაქო) დანიშნულებით. ასევე დადგინდა მათი საქმიანი კავშირები უცხოური ქვეყნების სამთავრობო და თავდაცვით უწყებებთან“, - ნათქვამია ანგარიშში.ახალგაზრდობა როგორც ობიექტისუსის ანგარიშში კიდევ ერთი ახალი მიმართულება გახდა უცხოური ქვეყნების სპეცსამსახურების მუშაობა ახალგაზრდა თაობაზე გავლენის მოსახდენად უცხოური ქვეყნების მიმართ ლოიალური დამოკიდებულების შესაქმნელად და იმგვარი თაობის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც მათი ეროვნული და საზოგადოებრივი ფასეულობების ახლო მდგომი იქნებოდა.კერძოდ, ეროვნულ და ეთნიკურ უმცირესობათა კომპაქტური დასახლების რეგიონებში გამოვლინდნენ ცალკეული პირები, რომლებიც ახალგაზრდა თაობაში ანტიქართული განწყობებს აღვივებდნენ.გარდა ამისა, უწყება აღნიშნავს, რომ 2024 წელს ხორციელდებოდა დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანია, რომლის მიზანს ახალგაზრდობა წარმოადგენდა.კერძოდ, გამოვლინდა ორგანიზაციები და მედია საშუალებები, ასევე სოციალურ ქსელებში ცალკეული გვერდები, რომლებიც გამოიყენებოდა უკმაყოფილებისა და საზოგადოებრივი დაპირისპირების ტალღის გასაღვივებლად, მათ შორის თაობებს შორის, ვრცელდებოდა ცრუ ან ყალბ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია, ხოლო ეთნიკური უმცირესობებისთვის - ნაციონალისტური განცხადებები და ანტიქართული ნარატივები.გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უცხო ქვეყნების სოციალური და ეროვნული ღირებულებების მიმართ ლოიალური დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად, სპეციალური სამსახურების დახმარებით, სახელმწიფო და არასამთავრობო უცხოური ორგანიზაციები და ფონდები აწყობდნენ ახალგაზრდულ ბანაკებს საგანმანათლებლო პროგრამებით.ზოგიერთი ორგანიზაცია ღირებულებების ჩანაცვლებით და ახალგაზრდებზე გავლენის მოხდენით იყო დაკავებული. გარდა ამისა, ცალკეული საგანმანათლებლო ორგანიზაციები, სახელმწიფოს გვერდის ავლით, ცდილობდნენ ცალკეულ სკოლებთან ან უნივერსიტეტებთან კავშირების დამყარებას ერთობლივი საგანმანათლებლო ან სამეცნიერო საქმიანობის განსახორციელებლად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_c1ef6e675a16df03c1b80e6efaa2c9b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
უცხოური ძალების ახალი სამიზნეები საქართველოში - სუსის ანგარიში
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასევე აკვირდებოდა საზღვარგარეთ მოქმედ კომპანიებს, რომლებსაც კავშირი აქვთ უცხო ქვეყნების მაღალჩინოსნებთან
თბილისი, 2 მაისი - Sputnik. 2024 წელს უცხოური დაზვერვის სამსახურების პრიორიტეტი ეკონომიკასა და ახალგაზრდობაზე გავლენის მოხდენა იყო, ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტს 2024 წელს შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში წარუდგინა. უსაფრთხოების ტრადიციულ ასპექტებთან ერთად, ამჯერად ანგარიშში ასევე მოხვდა ეროვნული უსაფრთხოების ახალი მიმართულებები და საფრთხეები.
სუსის ინფორმაციით, ეკონომიკური გავლენის მოხდენით დაინტერესება გაიზარდა შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივის ზრდის ფონზე.
„აღნიშნულ პერიოდში, რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის ზრდიდან გამომდინარე, ცალკეული ქვეყნების ბიზნესსექტორის ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან გრძელდებოდა საქართველოში ახალი ბიზნესპროექტების განხორციელების მცდელობები. მათი სავარაუდო ამოცანა ქვეყნის საკვანძო ეკონომიკურ სექტორებში შეღწევა და ანგარიშგასაწევ სუბიექტებად ჩამოყალიბება იყო“, - აღნიშნავენ სუსში.
უწყებაში ფიქრობენ, რომ აღნიშნულის მეშვეობით, ისინი შეეცდებოდნენ ხელისუფლებისთვის მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება მოეთხოვათ.
სუსის ინფორმაციით, 2024 წელს კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში ოპერატიულ კონტროლზე იქნა აყვანილი საზღვარგარეთ რეგისტრირებული კომპანიებისა და საქართველოში უცხოური კაპიტალით დაფუძნებული იურიდიული პირებისა და მათი წარმომადგენლობების საქმიანობა, უცხოური ქვეყნების სპეცსამსახურებთან მათი შესაძლო კავშირების გამოვლენის მიზნით.
სუსი აკვირდებოდა ასევე იმ კომპანიებს, რომლებიც ოპერირებენ უცხოეთში და რომლებსაც აქვთ კავშირები უცხოელ მაღალჩინოსნებთან.
„მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ უცხოური კაპიტალით საქართველოში დაფუძნებული რამდენიმე კომპანია, რომელთა წარმოებული პროდუქცია შესაძლებელია გამოყენებული ყოფილიყო ორმაგი (სამხედრო და სამოქალაქო) დანიშნულებით. ასევე დადგინდა მათი საქმიანი კავშირები უცხოური ქვეყნების სამთავრობო და თავდაცვით უწყებებთან“, - ნათქვამია ანგარიშში.
ახალგაზრდობა როგორც ობიექტი
სუსის ანგარიშში კიდევ ერთი ახალი მიმართულება გახდა უცხოური ქვეყნების სპეცსამსახურების მუშაობა ახალგაზრდა თაობაზე გავლენის მოსახდენად უცხოური ქვეყნების მიმართ ლოიალური დამოკიდებულების შესაქმნელად და იმგვარი თაობის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც მათი ეროვნული და საზოგადოებრივი ფასეულობების ახლო მდგომი იქნებოდა.
კერძოდ, ეროვნულ და ეთნიკურ უმცირესობათა კომპაქტური დასახლების რეგიონებში გამოვლინდნენ ცალკეული პირები, რომლებიც ახალგაზრდა თაობაში ანტიქართული განწყობებს აღვივებდნენ.
გარდა ამისა, უწყება აღნიშნავს, რომ 2024 წელს ხორციელდებოდა დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანია, რომლის მიზანს ახალგაზრდობა წარმოადგენდა.
კერძოდ, გამოვლინდა ორგანიზაციები და მედია საშუალებები, ასევე სოციალურ ქსელებში ცალკეული გვერდები, რომლებიც გამოიყენებოდა უკმაყოფილებისა და საზოგადოებრივი დაპირისპირების ტალღის გასაღვივებლად, მათ შორის თაობებს შორის, ვრცელდებოდა ცრუ ან ყალბ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია, ხოლო ეთნიკური უმცირესობებისთვის - ნაციონალისტური განცხადებები და ანტიქართული ნარატივები.
გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უცხო ქვეყნების სოციალური და ეროვნული ღირებულებების მიმართ ლოიალური დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად, სპეციალური სამსახურების დახმარებით, სახელმწიფო და არასამთავრობო უცხოური ორგანიზაციები და ფონდები აწყობდნენ ახალგაზრდულ ბანაკებს საგანმანათლებლო პროგრამებით.
ზოგიერთი ორგანიზაცია ღირებულებების ჩანაცვლებით და ახალგაზრდებზე გავლენის მოხდენით იყო დაკავებული. გარდა ამისა, ცალკეული საგანმანათლებლო ორგანიზაციები, სახელმწიფოს გვერდის ავლით, ცდილობდნენ ცალკეულ სკოლებთან ან უნივერსიტეტებთან კავშირების დამყარებას ერთობლივი საგანმანათლებლო ან სამეცნიერო საქმიანობის განსახორციელებლად.