შერემეტი: ოდესა ძირძველი რუსული ქალაქია

© Odessa-Media AgencyМассовые беспорядки у здания Дома профсоюзов в Одессе
Массовые беспорядки у здания Дома профсоюзов в Одессе - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2025
გამოწერა
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. ოდესელებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ეს ძირძველი რუსული ქალაქია და არ უნდა შეწყვიტონ კიევის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გაწევა, განაცხადა დუმის დეპუტატმა მიხაილ შერემეტმა „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას.
მან 2014 წლის 2 მაისი მოვლენები გაიხსენა, როდესაც ოდესის პროფკავშირების სახლთან მასობრივი არეულობა მოხდა.
„პროფკავშირების სახლში 2 მაისი ტრაგედია — ეს ის წერტილია, საიდანაც უკუქცევა შეუძლებელია. ოდესელებს უნდა ახსოვდეთ, რომ ოდესა ძირძველი რუსული ქალაქია. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი კვლავაც განაგრძობენ კიევის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ელოდებიან სამართლიანობის ზეიმსა და უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენას, როდესაც ქალაქში ისევ შესაძლებელი იქნება რუსულად უსაფრთხოდ საუბარი“, — თქვა შერემეტმა.
როგორც დეპუტატი ირწმუნება, ოდესელები ხელსაყრელ მომენტს ელოდებიან, რომ „უკრაინული ოკუპაცია და უღელი მოიშორონ“.
ყველა ახალი ამბავი
0