4 ბავშვის მიმართ ჩადენილი პედოფილიისა და გარყვნილი ქმედებისთვის 40 წლის კაცი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2025
გამოწერა
უწყება მშობლებს მოუწოდებს, გაანალიზონ საშიშროების ალბათობა და გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება ბავშვის ინტერნეტთან წვდომის დროს.
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პედოფილიის, სექსუალური გამოძალვისა და გარყვნილი ქმედების 5 ფაქტი გამოავლინა და თბილისში მცხოვრები 40 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა გამიზნულად შექმნა სოციალური ქსელების ყალბი ანგარიშები, რომელთა მეშვეობითაც სისტემატურად უკავშირდებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 14 წლამდე ასაკის გოგონებს, ეცნობოდა მათ სხვადასხვა სახელით, უმალავდა საკუთარ ასაკს, ვინაობას, უგზავნიდა პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას და სექსუალურ საკითხებზე ესაუბრებოდა.
უწყების ცნობით, გამოძიებამ პედოფილიაში მხილებული ბრალდებულის 5 დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოავლინა.
კერძოდ, ბრალდებული ყალბი პროფილის მეშვეობით თავდაპირველად ზუგდიდში მცხოვრებ 14 წლის გოგონას დაუკავშირდა, ხოლო შემდეგ სენაკში მცხოვრებ ასევე 14 წლის ბავშვს.
„ბრალდებული დაზარალებულ ბავშვებს პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო მასალას უგზავნიდა და სექსუალურ საკითხებზე ესაუბრებოდა, რის შემდეგაც მან არასრულწლოვანი გოგონა იძულებით გააშიშვლა და შიშველი სხეულის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის გადაგზავნა აიძულა", - ნათქვამია განცხადებაში.
მამაკაცი ანალოგიური მეთოდებით ასევე დაუკავშირდა გორის რაიონში მცხოვრებ 11 წლის და თბილისში მცხოვრებ 12 წლის გოგონებს, რომელთაც პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალას უგზავნიდა და ინტიმურ საკითხებზე ესაუბრებოდა.
პროკურატურის მამაკაცს ბრალდება პედოფილიის დაგარყვნილი ქმედების 5 ეპიზოდზე წარუდგინა. დანაშაული 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უწყება დაზარალებულ სახელმწიფოს ხარჯით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას შესთავაზებს.
ყველა ახალი ამბავი
0