https://sputnik-georgia.com/20250501/saqartvelos-ekonomika-zrdas-ganagrzobs-martis-statistika-293125551.html
საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს - მარტის სტატისტიკა
საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს - მარტის სტატისტიკა
Sputnik საქართველო
კლების ტენდენცია დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში დაფიქსირდა. 01.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-01T10:38+0400
2025-05-01T10:38+0400
2025-05-01T10:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0c/250865109_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_43d46e7c9913e7686fb555dd383077be.jpg
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 2025 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9% შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქატატის“ მონაცემებში.მიმდინარე წლის იანვარ-მარტში მშპ-ის საშუალო მაჩვენებელმა 9,3% შეადგინა.„საქსტატის" მონაცემებით, 2025 წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული, სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა.კლების ტენდენცია დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში დაფიქსირდა.საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იყო 10,6%, 2022 წელს - 10,4%, 2023 წელს - 7,8%, ხოლო 2024 წელს - 9,4%.რა გაიზარდა და რამდენით2025 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი 5,7%-ით, იმპორტი კი 20,1%-ით გაიზარდა.გასულ თვეში ქვეყანაში 6,3 ათასი ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 1,6%-ით მეტია გასული წლის მარტთან შედარებით.საინფორმაციო და საკომუნიკაციო სექტორის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მოცულობის ზრდით და ზოგადად IT-კონსალტინგის გაფართოებით.თოდრაძის ინფორმაციით, პროფესიული და სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობა მოიცავს ისეთ საქმიანობას, როგორიცაა ბუღალტერია, აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტი, იურიდიული მომსახურება, არქიტექტურული და საინჟინრო მომსახურება, ასევე რეკლამა, სამეცნიერო კვლევები და ანალიზი. სწორედ ამ მიმართულებთ მომუშავე კომპანიების ბრუნვის ზრდამ მოიტანა ზრდა ამ სექტორში.საფინანსო და სადაზღვევო სექტორის ზრდა განპირობებულია კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდას.ტრანსპორტისა და დასაწყობების სფეროში ზრდა ძირითადად საჰაერო ტრანსპორტს უკავშირდება, გაზრდილია როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო გადაზიდვების მაჩვენებლები. თუმცა, ზრდის ტენდენციები დაფიქსირდა სახმელეთო ტრანსპორტის სექტორშიც, რაც ძირითადად ტვირთების გადაზიდვით იყო განპირობებული. ასევე გაიზარდა ტვირთის სატრანსპორტო დამუშავების და დასაწყობების ტემპები.სამშენებლო სექტორის ზრდა ძირითადად საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობით და სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოებით იყო განპირობებული. მარტში ცემენტისა და კლინკერის იმპორტი დაახლოებით 34%-ით გაიზარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0c/250865109_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_ec7722e0dfa1da684771918fdddc5dbb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს - მარტის სტატისტიკა
კლების ტენდენცია დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში დაფიქსირდა.
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 2025 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9% შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქატატის“ მონაცემებში.
მიმდინარე წლის იანვარ-მარტში მშპ-ის საშუალო მაჩვენებელმა 9,3% შეადგინა.
„საქსტატის" მონაცემებით, 2025 წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული, სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა.
საქართველოს ეკონომიკის ზრდა, 2025 წლის იანვარ-მარტი
თვე | პროცენტი |
იანვარი | 11,1% |
თებერვალი | 7,7% |
მარტი | 9,0% |
საშუალო მაჩვენებელი | 9,3% |
კლების ტენდენცია დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში დაფიქსირდა.
საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იყო 10,6%, 2022 წელს - 10,4%, 2023 წელს - 7,8%, ხოლო 2024 წელს - 9,4%.
2025 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი 5,7%-ით, იმპორტი კი 20,1%-ით გაიზარდა.
გასულ თვეში ქვეყანაში 6,3 ათასი ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 1,6%-ით მეტია გასული წლის მარტთან შედარებით.
„დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვის მოცულობა 10,8%-ით გაიზარდა და 14,9 მილიარდი ლარი შეადგინა“, - განაცხადა თოდრაძემ ბრიფინგზე.
საინფორმაციო და საკომუნიკაციო სექტორის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მოცულობის ზრდით და ზოგადად IT-კონსალტინგის გაფართოებით.
თოდრაძის ინფორმაციით, პროფესიული და სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობა მოიცავს ისეთ საქმიანობას, როგორიცაა ბუღალტერია, აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტი, იურიდიული მომსახურება, არქიტექტურული და საინჟინრო მომსახურება, ასევე რეკლამა, სამეცნიერო კვლევები და ანალიზი. სწორედ ამ მიმართულებთ მომუშავე კომპანიების ბრუნვის ზრდამ მოიტანა ზრდა ამ სექტორში.
საფინანსო და სადაზღვევო სექტორის ზრდა განპირობებულია კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდას.
ტრანსპორტისა და დასაწყობების სფეროში ზრდა ძირითადად საჰაერო ტრანსპორტს უკავშირდება, გაზრდილია როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო გადაზიდვების მაჩვენებლები. თუმცა, ზრდის ტენდენციები დაფიქსირდა სახმელეთო ტრანსპორტის სექტორშიც, რაც ძირითადად ტვირთების გადაზიდვით იყო განპირობებული. ასევე გაიზარდა ტვირთის სატრანსპორტო დამუშავების და დასაწყობების ტემპები.
სამშენებლო სექტორის ზრდა ძირითადად საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობით და სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოებით იყო განპირობებული. მარტში ცემენტისა და კლინკერის იმპორტი დაახლოებით 34%-ით გაიზარდა.