როდის დაიწყებს მოძრაობას თბილისი-ბაქოს მატარებელი

© AFP 2024 / ANDREJ ISAKOVICბაქო
ბაქო - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2025
გამოწერა
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რკინიგზის მოძრაობა კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან შეჩერდა
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა მაისის ბოლოს დაიწყება, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი მატარებელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის – 26 მაისს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღისთვის – 28 მაისს დაიწყებს მოძრაობას, იუწყება „პირველი არხი“ აზერბაიჯანულ მედიაზე დაყრდნობით.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რკინიგზის მოძრაობა კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან შეჩერებულია. 2025 წლის თებერვალში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მიმოსვლის გახსნა 1 მაისისთვის არის დაგეგმილი. გადაზიდვები შვეიცარიული კომპანია Stadler-ის მატარებლებით განხორციელდება.
აზერბაიჯანის მედიის თანახმად, მხარეები კვლავ განიხილავენ რიგ დეტალებს, მათ შორის ტარიფებს. გავრცელებული ცნობით, „საქართველოს რკინიგზამ“, თავის მხრივ, დაადგინა ცალმხრივი ბილეთის ფასი და ტარიფების ბადე გაუგზავნა აზერბაიჯანელ პარტნიორებს.
აზერბაიჯანის მედიის თანახმად, ამ ეტაპზე „საქართველოს რკინიგზა“ კუპეს ბილეთების 50 ლარად (30,97 მანათი) და საძილე ვაგონის ბილეთების 70 ლარად (43,35 მანათი) გაყიდვას სთავაზობს აზერბაიჯანს.
აზერბაიჯანი კვლავ სპეციალური საკარანტინო რეჟიმის ქვეშ რჩება, რომლის ვადაც 2025 წლის პირველ ივლისს იწურება.
საკარანტინო რეჟიმი მოიცავს ჩაკეტილ სახმელეთო საზღვრების, მათ შორის საქართველოსთან. ჯერჯერობით აზერბაიჯანის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თვითმფრინავით, გამონაკლის შემთხვევებში - ავტომობილით.
ყველა ახალი ამბავი
0