რა სტრუქტურლი ცვლილებებია მოსალოდნელი საგარეო საქმეთა სამინისტროში

© Courtesy of Maka Bochorishviliმაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2025
გამოწერა
საგარეო უწყება ორი დეპარტამენტის და მასში შემავალი სამმართველოების გაერთიანებას გეგმავს.
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი არ უქმდება, ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრის, გრიგოლ გეგელიას ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალურად აუქმებს ევროპული ინტეგრაციის გენერალურ დირექტორატს და 250 თანამშრომელს ათავისუფლებს.

„გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამინისტროში უქმდება ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი, არ შეესაბამება სიმართლეს", - აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ რეფორმის შედეგად შეიქმნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, იგი გააერთიანებს ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს, თავის მხრივ ევროინტეგრაციის დეპარტამენტში შეიქმნება 4 სამმართველო, რომელიც მოემსახურება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგს.
„დირექტორატის შექმნა დამატებით შეუწყობს ხელს ხსენებული ამოცანების შესასრულებლად ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობების ეფექტიან კოორდინაციას", - ნათქვამია განცხადებაში.
რეფორმირებამდე სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე მითითებულია, რომ გენერალური დირექტორატი აერთიანებს ორ სამმართველოს ევროინტეგრაციის დეპარტამენტს და ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტს. ცალკეა გამოყოფილი ევროპის დეპარტამენტი.
ყველა ახალი ამბავი
0