https://sputnik-georgia.com/20250501/qartuli-sportis-armavloba-premierma-ziudoistebs-evropis-cempionatze-warmateba-miuloca-293144709.html
ქართული სპორტის აღმავლობა - პრემიერმა ძიუდოისტებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატება მიულოცა
ქართული სპორტის აღმავლობა - პრემიერმა ძიუდოისტებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატება მიულოცა
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალურ ასპარეზობაში ევროპის ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვა და გუნდურ პირველობაში პირველი ადგილი დაიკავა 01.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-01T21:36+0400
2025-05-01T21:36+0400
2025-05-01T21:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0c/289412417_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_b1c6162073da124db8e195a5d1665154.jpg
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. ქართული სპორტი დღეს აღმავლობის გზაზეა, რასაც ადასტურებს ქართველი ძიუდოისტების წარმატებული გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე და პირველი ადგილი გუნდურ პირველობაში, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომის დასაწყისში.კობახიძემ საქართველოს ძიუდოს ნაკრებს მიულოცა გამარჯვება 2025 წლის ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე პოდგორიცაში და წარმატება ინდივიდუალურ შეჯიბრში — ორი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი.პრემიერის თქმით, ქართველმა ძიუდოისტებმა მოიპოვეს ძალიან დიდი გამარჯვება.ფინალში საქართველოს შერეულმა ექვსკაციანმა გუნდმა (სამი ქალი და სამი ვაჟი) შეჯიბრების ფინალში იტალიის ნაკრები 4:3 დაამარცხა.მარიამ ჭანტურიამ, გურამ თუშიშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა ფინალური შეხვედრები მოიგეს, ხოლო ლუკა მაისურაძე, სოფიო სომხიშვილი და მიხეილ ბახბახიშვილი დამარცხდნენ.ანგარიშზე 3:3, შემთხვევითობის პრინციპით, ოქროს ქულამდე დამატებითი შეხვედრა დაინიშნა, რომელშიც სოფიო სომხიშვილმა იტალიელი ასია ტავანო დაამარცხა და ჩვენმა გუნდმა ოქროს მედალი მოიპოვა.ფინალამდე საქართველოს შერეულმა ნაკრებმა აზერბაიჯანს (4:0), ავსტრიასა (4:1) და გერმანიას (4:0) მოუგო.ინდივიდუალურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი და ილია სულამანიძე გახდნენ, ხოლო ვერცხლის მედლებს ეთერ ლიპარტელიანი და ტატო გრიგალაშვილი დასჯერდნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0c/289412417_200:0:1979:1334_1920x0_80_0_0_6667ceb864e82136c47f2805a590436c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ქართული სპორტის აღმავლობა - პრემიერმა ძიუდოისტებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატება მიულოცა
საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალურ ასპარეზობაში ევროპის ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვა და გუნდურ პირველობაში პირველი ადგილი დაიკავა
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. ქართული სპორტი დღეს აღმავლობის გზაზეა, რასაც ადასტურებს ქართველი ძიუდოისტების წარმატებული გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე და პირველი ადგილი გუნდურ პირველობაში, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომის დასაწყისში.
კობახიძემ საქართველოს ძიუდოს ნაკრებს მიულოცა გამარჯვება 2025 წლის ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე პოდგორიცაში და წარმატება ინდივიდუალურ შეჯიბრში — ორი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი.
„ჩვენს საამაყო სპორტსმენებს მინდა, მივულოცო ეს ძალიან დიდი წარმატება. ეს არის გაგრძელება იმ წარმატებული ეტაპისა, რომელსაც დღეს გადის ქართული სპორტი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ წარმატების ეს ისტორია მომავალშიც გაგრძელდეს“, - აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, ქართველმა ძიუდოისტებმა მოიპოვეს ძალიან დიდი გამარჯვება.
ფინალში საქართველოს შერეულმა ექვსკაციანმა გუნდმა (სამი ქალი და სამი ვაჟი) შეჯიბრების ფინალში იტალიის ნაკრები 4:3 დაამარცხა.
მარიამ ჭანტურიამ, გურამ თუშიშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა ფინალური შეხვედრები მოიგეს, ხოლო ლუკა მაისურაძე, სოფიო სომხიშვილი და მიხეილ ბახბახიშვილი დამარცხდნენ.
ანგარიშზე 3:3, შემთხვევითობის პრინციპით, ოქროს ქულამდე დამატებითი შეხვედრა დაინიშნა, რომელშიც სოფიო სომხიშვილმა იტალიელი ასია ტავანო დაამარცხა და ჩვენმა გუნდმა ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალამდე საქართველოს შერეულმა ნაკრებმა აზერბაიჯანს (4:0), ავსტრიასა (4:1) და გერმანიას (4:0) მოუგო.
ინდივიდუალურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი და ილია სულამანიძე გახდნენ, ხოლო ვერცხლის მედლებს ეთერ ლიპარტელიანი და ტატო გრიგალაშვილი დასჯერდნენ.