https://sputnik-georgia.com/20250501/ingusetsi-meore-msoflio-omsi-darupul-qartvel-mfrinavebs-zegli-daudges-293138009.html
ინგუშეთში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ქართველ მფრინავებს ძეგლი დაუდგეს
ინგუშეთში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ქართველ მფრინავებს ძეგლი დაუდგეს
Sputnik საქართველო
ქართველი მფრინავების გვარები ინგუშეთის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება, განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა 01.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-01T17:04+0400
2025-05-01T17:04+0400
2025-05-01T17:04+0400
საქართველო
რუსეთი
მეორე მსოფლიო ომი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/01/293128409_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_8562865a3b6bf5202b9409bea0cf3328.jpg
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. ინგუშეთში, მალგობეკის რაიონში 1942 წელს დაღუპული ხუთი ქართველი მფრინავის ხსოვნის უკვდავსაყოფად ძეგლი დადგეს, იტყობინება რეგიონის ხელმძღვანელი, მახმუდ-ალი კალიმატოვი თავის Telegram არხზე.ძეგლმა უკვდავყო შოთა როსტიაშვილის, ბახტან გეორგელაშვილის, ნიკოლოზ აბუაშვილის, გიორგი თეთრაძის და რუბენ სანდუხაძის სახელები.„მალგობეკის ოლქის სოფელ ვეჟარი-იურტში უკვდავყოფილია 1942 წელს მალგობეკის თავდაცვითი ოპერაციის დროს გმირულად დაღუპული ქართველი მფრინავების ხსოვნა“, - წერს კალიმატოვი.მისი თქმით, ვეჟარი-იურტში მფრინავების მიტოვებული საფლავის შესახებ პირველი ხსენება 2010-იან წლებში გაჩნდა.ადგილობრივებს საბჭოთა პერიოდიდან ახსოვდათ ობელისკი ქართული გვარითა და წითელი ვარსკვლავით, რომელიც დროთა განმავლობაში დაზიანდა. 2023 წელს „მალგობეკის“ სამძებრო ჯგუფმა საფლავის შესახებ ახალი ინფორმაცია მიიღო, მაგრამ პილოტის ვინაობის დადგენა ვერ შეძლო.„ამასთან დაკავშირებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ახალი ობელისკის აღმართვის შესახებ, რომელზეც მალგობეკის თავდაცვითი ოპერაციის დროს დაღუპული ყველა ქართველი მფრინავის სახელები და გვარები იქნებოდა დატანილი... ქართველი მფრინავების ეს სახელები სამუდამოდ ჩაიწერა ინგუშეთის ისტორიაში“, - ხაზგასმით აღნიშნა კალიმატოვმა.მისი თქმით, ქართველმა მფრინავებმა ფაშიზმზე გამარჯვება საბჭოთა კავშირის მრავალეროვნულ ხალხთან ერთად მოიპოვეს.„ეს ჩვენი საერთო ისტორიაა, რომელიც გვაერთიანებს, ისევე როგორც ჩვენს წინაპრებს აერთიანებდა უძველეს დროში“, - დასძინა კალიმატოვმა.საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ 300 ათასამდე დაბრუნდა. საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/01/293128409_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_81b8da271cf9bb1eb5f7bba554fa33a5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, მეორე მსოფლიო ომი
საქართველო, რუსეთი, მეორე მსოფლიო ომი
ინგუშეთში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ქართველ მფრინავებს ძეგლი დაუდგეს
ქართველი მფრინავების გვარები ინგუშეთის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება, განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. ინგუშეთში, მალგობეკის რაიონში 1942 წელს დაღუპული ხუთი ქართველი მფრინავის ხსოვნის უკვდავსაყოფად ძეგლი დადგეს, იტყობინება რეგიონის ხელმძღვანელი, მახმუდ-ალი კალიმატოვი თავის Telegram არხზე.
ძეგლმა უკვდავყო შოთა როსტიაშვილის, ბახტან გეორგელაშვილის, ნიკოლოზ აბუაშვილის, გიორგი თეთრაძის და რუბენ სანდუხაძის სახელები.
„მალგობეკის ოლქის სოფელ ვეჟარი-იურტში უკვდავყოფილია 1942 წელს მალგობეკის თავდაცვითი ოპერაციის დროს გმირულად დაღუპული ქართველი მფრინავების ხსოვნა“, - წერს კალიმატოვი.
მისი თქმით, ვეჟარი-იურტში მფრინავების მიტოვებული საფლავის შესახებ პირველი ხსენება 2010-იან წლებში გაჩნდა.
ადგილობრივებს საბჭოთა პერიოდიდან ახსოვდათ ობელისკი ქართული გვარითა და წითელი ვარსკვლავით, რომელიც დროთა განმავლობაში დაზიანდა. 2023 წელს „მალგობეკის“ სამძებრო ჯგუფმა საფლავის შესახებ ახალი ინფორმაცია მიიღო, მაგრამ პილოტის ვინაობის დადგენა ვერ შეძლო.
„ამასთან დაკავშირებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ახალი ობელისკის აღმართვის შესახებ, რომელზეც მალგობეკის თავდაცვითი ოპერაციის დროს დაღუპული ყველა ქართველი მფრინავის სახელები და გვარები იქნებოდა დატანილი... ქართველი მფრინავების ეს სახელები სამუდამოდ ჩაიწერა ინგუშეთის ისტორიაში“, - ხაზგასმით აღნიშნა კალიმატოვმა.
მისი თქმით, ქართველმა მფრინავებმა ფაშიზმზე გამარჯვება საბჭოთა კავშირის მრავალეროვნულ ხალხთან ერთად მოიპოვეს.
„ეს ჩვენი საერთო ისტორიაა, რომელიც გვაერთიანებს, ისევე როგორც ჩვენს წინაპრებს აერთიანებდა უძველეს დროში“, - დასძინა კალიმატოვმა.
საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ 300 ათასამდე დაბრუნდა. საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე.