https://sputnik-georgia.com/20250501/gurjaansi-colisa-da-kidev-2-piris-mkvlelobasi-braldebuls-uvado-patimroba-miesaja-293140590.html
გურჯაანში ცოლისა და კიდევ 2 პირის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
გურჯაანში ცოლისა და კიდევ 2 პირის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
Sputnik საქართველო
შემთხვევა გასული წლის აგვისტოში მოხდა, მამაკაცმა სამი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. 01.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-01T19:02+0400
2025-05-01T19:02+0400
2025-05-01T19:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კახეთი
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23903/06/239030658_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_54370e0e95a1ed6d8ab3ee545a51df17.jpg
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში 3 პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შემთხვევა 2024 წლის 28 აგვისტოს გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფელ ახაშენში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის და შურისძიების მოტივით ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა მეუღლეს და შემთხვევის ადგილზე მყოფ პირს, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ. მომხდარის შემდეგ ბრალდებული მივიდა სოფელ ზეგაანში და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით კიდევ ერთ დაზარალებულს ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზვიად ზურაბაშვილმა მეუღლე და ბავშვობის ორი მეგობარი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. ადგილობრივების თქმით, მამაკაცი ხშირად ეჭვიანობდა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით ადრეც დაკავებულიც იყო. მან სასჯელაღსრულების დაწესებულება შემთხვევამდე რამდენიმე თვით ადრე დატოვა. თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში (სისხლის სამართლის კოდექსის 11',109 -მუხლი).
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23903/06/239030658_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_891befb5baf8e85d9b195d820216b8d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კახეთი , საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კახეთი , საქართველოს პროკურატურა
გურჯაანში ცოლისა და კიდევ 2 პირის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
შემთხვევა გასული წლის აგვისტოში მოხდა, მამაკაცმა სამი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში 3 პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა 2024 წლის 28 აგვისტოს გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფელ ახაშენში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის და შურისძიების მოტივით ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა მეუღლეს და შემთხვევის ადგილზე მყოფ პირს, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.
მომხდარის შემდეგ ბრალდებული მივიდა სოფელ ზეგაანში და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით კიდევ ერთ დაზარალებულს ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზვიად ზურაბაშვილმა მეუღლე და ბავშვობის ორი მეგობარი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. ადგილობრივების თქმით, მამაკაცი ხშირად ეჭვიანობდა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით ადრეც დაკავებულიც იყო. მან სასჯელაღსრულების დაწესებულება შემთხვევამდე რამდენიმე თვით ადრე დატოვა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში (სისხლის სამართლის კოდექსის 11',109 -მუხლი).