https://sputnik-georgia.com/20250501/guns-n-roses--------293127726.html
Guns N" Roses-ის კონცერტისთვის შეკვეთილში საფესტივალო ქალაქის მშენებლობა დაიწყო
Guns N" Roses-ის კონცერტისთვის შეკვეთილში საფესტივალო ქალაქის მშენებლობა დაიწყო
Sputnik საქართველო
კონცერტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და პროექტ Starring Georgia-ს ფარგლებში გაიმართება. 01.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-01T12:08+0400
2025-05-01T12:08+0400
2025-05-01T12:08+0400
ახალი ამბები
კულტურა საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23118/00/231180012_0:86:3488:2048_1920x0_80_0_0_57205f6d9ea59126449ad34deb53e57a.jpg
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. შეკვეთილში ატრაქციონების პარკ „ციცინათელას" ტერიტორიაზე საფესტივალო ქალაქის მშენებლობა დაიწყო. საფესტივალო ქალაქის სტუმარი ლეგენდარული როკ-ბენდი Guns N" Roses იქნება. 30 მაისის შოუ, რომელიც ფაქტობრივად 2 კონცერტს მოიცავს, დაახლოებით 5 საათს გაგრძელდება. ეს პირველი შემთხვევაა, როცა არტისტს „ვორმ-აპისთვის“ ბენდი თავად ჩამოჰყავს. პროგრამის მიხედვით, სანამ სცენაზე როკ-მუსიკის ლეგენდები გამოვლენ, მანამდე მაყურებლის წინაზე Rival Sons წარდგება. ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სივრცე სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს, არა მხოლოდ დაგეგმილ კონცერტს დაესწრონ, არამედ კონცერტამდე ადრე მივიდნენ და საფესტივალო ქალაქში წინასწარი საკონცერტო განწყობა შეიქმნან. კონცერტამდე ადგილზე სხვადასხვა გასართობი და საგანგებოდ დაგეგმილი აქტივობა გაიმართება. აღნიშნულ სივრცეში ასევე განთავსდება ბარები და კვების ობიექტები, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ მრავალფეროვანი კერძები და სასმელები. პროექტის მიხედვით, „ციცინათელას" პარკინგის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 40 ათას კვადრატულ მეტრზე შენდება პატარა ქალაქი როგორც სცენითა თუ კულისებით, ასევე სხვა საჭირო ინფრასტრუქტურით, მათ შორის, კვების ობიექტებით. ახალ საფესტივალო ქალაქში, რომელიც პოპულარული ბენდის კონცერტისთვის საგანგებოდ შენდება, გათვალისწინებული იქნება თითოეული ვიზიტორის კომფორტი და საჭიროება: შშმ პირებისთვის სპეციალურად მოეწყობა ადაპტირებული ზონა, რაც ყველასთვის თანაბარ წვდომასა და სრულფასოვან ჩართულობას უზრუნველყოფს. Guns N" Roses-ის კონცერტის ბილეთების ფასი კატეგორიის მიხედვით 280, 450 და 1 ათასი ლარია. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ბილეთების გაყიდვა აზერბაიჯანში, თურქეთში, ყირგიზეთში, ყაზახეთსა და უზბეკეთშიც მიმდინარეობს. Guns N" Roses ლოს-ანჯელესში დაარსებული ჯგუფია, რომელიც უკვე 40 წელია როკ-მუსიკის ოლიმპოს მთაზე დამსახურებულ ადგილს არავის უთმობს. კლასიკური როკის ჟღერადობის მეტალის ხასიათთან საინტერესო შეზავებით და საოცრად ენერგიული ლაივ-შოუების დამსახურებით ამერიკული ბენდი დღემდე არ კარგავს თავის სტატუსს და მნიშვნელობას. როკ-ბენდის ანგარიშზე ათეულობით მილიონი გაყიდული ალბომია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23118/00/231180012_375:0:3106:2048_1920x0_80_0_0_9d55d90f240a5f74a5d46af47c0dcd12.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, კულტურა საქართველოში, საქართველო
ახალი ამბები, კულტურა საქართველოში, საქართველო
Guns N" Roses-ის კონცერტისთვის შეკვეთილში საფესტივალო ქალაქის მშენებლობა დაიწყო
კონცერტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და პროექტ Starring Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. შეკვეთილში ატრაქციონების პარკ „ციცინათელას" ტერიტორიაზე საფესტივალო ქალაქის მშენებლობა დაიწყო.
საფესტივალო ქალაქის სტუმარი ლეგენდარული როკ-ბენდი Guns N" Roses იქნება. 30 მაისის შოუ, რომელიც ფაქტობრივად 2 კონცერტს მოიცავს, დაახლოებით 5 საათს გაგრძელდება. ეს პირველი შემთხვევაა, როცა არტისტს „ვორმ-აპისთვის“ ბენდი თავად ჩამოჰყავს. პროგრამის მიხედვით, სანამ სცენაზე როკ-მუსიკის ლეგენდები გამოვლენ, მანამდე მაყურებლის წინაზე Rival Sons წარდგება.
ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სივრცე სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს, არა მხოლოდ დაგეგმილ კონცერტს დაესწრონ, არამედ კონცერტამდე ადრე მივიდნენ და საფესტივალო ქალაქში წინასწარი საკონცერტო განწყობა შეიქმნან. კონცერტამდე ადგილზე სხვადასხვა გასართობი და საგანგებოდ დაგეგმილი აქტივობა გაიმართება. აღნიშნულ სივრცეში ასევე განთავსდება ბარები და კვების ობიექტები, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ მრავალფეროვანი კერძები და სასმელები.
„მთელ ამ პროცესში ძალიან ბევრი ცნობილი, მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო ბრენდის მიერ წარმოებულ ტექნიკურ საშუალებებს ერთობლივად ვიყენებთ - დაწყებული Eurotruss-ის მიერ წარმოებული ჩვენი სცენით, რომელიც რეგიონში ყველაზე დიდია, გაგრძელებული Clay Paky-ის განათებითა და L-Acoustics-ის გახმოვანებით", - განაცხადა Starring Georgia-ს ტექნიკურმა დირექტორმა კობი მანჯგალაძემ.
პროექტის მიხედვით, „ციცინათელას" პარკინგის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 40 ათას კვადრატულ მეტრზე შენდება პატარა ქალაქი როგორც სცენითა თუ კულისებით, ასევე სხვა საჭირო ინფრასტრუქტურით, მათ შორის, კვების ობიექტებით.
ახალ საფესტივალო ქალაქში, რომელიც პოპულარული ბენდის კონცერტისთვის საგანგებოდ შენდება, გათვალისწინებული იქნება თითოეული ვიზიტორის კომფორტი და საჭიროება: შშმ პირებისთვის სპეციალურად მოეწყობა ადაპტირებული ზონა, რაც ყველასთვის თანაბარ წვდომასა და სრულფასოვან ჩართულობას უზრუნველყოფს.
Guns N" Roses-ის კონცერტის ბილეთების ფასი კატეგორიის მიხედვით 280, 450 და 1 ათასი ლარია. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ბილეთების გაყიდვა აზერბაიჯანში, თურქეთში, ყირგიზეთში, ყაზახეთსა და უზბეკეთშიც მიმდინარეობს.
Guns N" Roses ლოს-ანჯელესში დაარსებული ჯგუფია, რომელიც უკვე 40 წელია როკ-მუსიკის ოლიმპოს მთაზე დამსახურებულ ადგილს არავის უთმობს. კლასიკური როკის ჟღერადობის მეტალის ხასიათთან საინტერესო შეზავებით და საოცრად ენერგიული ლაივ-შოუების დამსახურებით ამერიკული ბენდი დღემდე არ კარგავს თავის სტატუსს და მნიშვნელობას. როკ-ბენდის ანგარიშზე ათეულობით მილიონი გაყიდული ალბომია.