https://sputnik-georgia.com/20250430/xanzartan-dakavshirebit-tbilisi-centralma-gancxadeba-gaavrcela-293105747.html
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ვაგზალზე გაჩენილ ხანძარზე: „თბილისი ცენტრალის" განცხადება
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ვაგზალზე გაჩენილ ხანძარზე: „თბილისი ცენტრალის" განცხადება
Sputnik საქართველო
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. 30.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-30T15:37+0400
2025-04-30T15:37+0400
2025-04-30T15:37+0400
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23831/62/238316219_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_2dfdafa4f8042ac93ba3915270d6fb9b.jpg
თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალს" ე.წ. ბორჯომის ვაგზლის ტერიტორია, სადაც დღეს ხანძარი გაჩნდა, იჯარით აქვს აღებული, თუმცა ბაზრობის მოწყობასა და ფუნქციონირებას ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე სხვა კომპანია ახორციელებს, ნათქვამია „თბილისი ცენტრალის" ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თბილისის მეტროს სადგურ „ვაგზლის მოედნის“ მიმდებარედ არსებული „ბორჯომის ვაგზლის" ტერიტორიაზე ხანძარი დღეს დილით, დაახლოებით 06:00 საათზე გაჩნდა. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო 150-მდე მეხანძრე-მაშველი. თვითმხილველების თქმით, ხანძარი მეორე სართულზე მდებარე ფეხსაცმლის მაღაზიაში გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. კომპანიის ინფორმაციით, „თბილისი ცენტრალს“ „საქართველოს რკინიგზისგან" აღნიშნული ტერიტორია 49-წლიანი გრძელვადიანი იჯარით აქვს აღებული, თუმცა არსებული საიჯარო ხელშეკრულების ქვეშ, ამ ტერიტორიაზე 2021 წლიდან ბაზრობის მოწყობასა და ფუნქციონირებას ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს შპს „ბაქანი". ადმინისტრაციის ცნობით, სრული ზარალის შეფასება და ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა საგამოძიებო ღონისძიებების დასრულებისა და შესაბამისი მოკვლევის შემდეგ მოხდება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხანძრის შედეგად დაიწვა დაახლოებით 12 ათასი კვადრატული მეტრი სავაჭრო და სასაწყობო სივრცე. სადგურის მოედნის ტერიტორიაზე ხანძრის გამო ახლომდებარე კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23831/62/238316219_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_eb4f56c1a2f2d3c6fa60c976769565b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ვაგზალზე გაჩენილ ხანძარზე: „თბილისი ცენტრალის" განცხადება
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალს" ე.წ. ბორჯომის ვაგზლის ტერიტორია, სადაც დღეს ხანძარი გაჩნდა, იჯარით აქვს აღებული, თუმცა ბაზრობის მოწყობასა და ფუნქციონირებას ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე სხვა კომპანია ახორციელებს, ნათქვამია „თბილისი ცენტრალის" ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
თბილისის მეტროს სადგურ „ვაგზლის მოედნის“ მიმდებარედ არსებული „ბორჯომის ვაგზლის" ტერიტორიაზე ხანძარი დღეს დილით, დაახლოებით 06:00 საათზე გაჩნდა. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო 150-მდე მეხანძრე-მაშველი. თვითმხილველების თქმით, ხანძარი მეორე სართულზე მდებარე ფეხსაცმლის მაღაზიაში გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
კომპანიის ინფორმაციით, „თბილისი ცენტრალს“ „საქართველოს რკინიგზისგან" აღნიშნული ტერიტორია 49-წლიანი გრძელვადიანი იჯარით აქვს აღებული, თუმცა არსებული საიჯარო ხელშეკრულების ქვეშ, ამ ტერიტორიაზე 2021 წლიდან ბაზრობის მოწყობასა და ფუნქციონირებას ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს შპს „ბაქანი".
„ბაზრობის ოპერირებასთან დაკავშირებული ყველა იურიდიული, ტექნიკური და სავალდებულო რეგულაციების დაცვა ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს ბაზრობის უშუალო ოპერატორის პასუხისმგებლობას. ბაზრობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შპს ბაქანი უზრუნველყოფდა ადგილზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახანძრო და სხვა უსაფრთხოების ნორმების დაცვას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ადმინისტრაციის ცნობით, სრული ზარალის შეფასება და ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა საგამოძიებო ღონისძიებების დასრულებისა და შესაბამისი მოკვლევის შემდეგ მოხდება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხანძრის შედეგად დაიწვა დაახლოებით 12 ათასი კვადრატული მეტრი სავაჭრო და სასაწყობო სივრცე.
სადგურის მოედნის ტერიტორიაზე ხანძრის გამო ახლომდებარე კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.