ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია

© photo: Sputnik / Stringerხანძარი
ხანძარი - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2025
გამოწერა
თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. თბილისში, ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 06:00 საათისთვის გაჩნდა. დამწვარია ხანძრის შედეგად დაიწვა სასაწყობე ფართები, სადაც განთავსებული იყო მეორეული ტანსაცმელი, ხილ-ბოსტნეული და სხვადასხვა სახის პროდუქტი.
„სულ ყველაფერი დაიწვა, არაფერი დარჩა. კოშმარი იყო ისეთი დაკვამლიანება იყო. მეორეული ტანსაცმლის ნაწილიც დამწვარია. ერთიანად არის გაჩენილი ხანძარი. ისეთი შავი კვამლი გამოდიოდა….”, - განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ყველა ახალი ამბავი
0