https://sputnik-georgia.com/20250430/vagzalze-arsebuli-klinikebidan-pacientebis-evakuacia-ganxorcielda-293097896.html
ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა
ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა
Sputnik საქართველო
ხანძრის ქრობაში, რომელიც დღეს დილით, დაახლოებით 06:00 საათზე გაჩნდა, ჩართული იყო დაახლოებით 30 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და პირადი შემადგენლობა 30.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-30T11:19+0400
2025-04-30T11:19+0400
2025-04-30T11:19+0400
საქართველო
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0a/252546073_0:0:1401:789_1920x0_80_0_0_a7602d2857f68aca0bfdabf705ce0b74.jpg
თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კლინიკებიდან მეხანძრე-მაშველების მიერ პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა, განაცხადა სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმა. თბილისის მეტროს სადგურ „ვაგზლის მოედნის“ მიმდებარედ არსებული „ბორჯომის ვაგზლის" ტერიტორიაზე ხანძარი დღეს დილით, დაახლოებით 06:00 საათზე გაჩნდა. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო დაახლოებით 30 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და პირადი შემადგენლობა. თვითმხილველების თქმით, ხანძარი მეორე სართულზე მდებარე ფეხსაცმლის მაღაზიაში გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ვაგზლის მოედნის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრის გამო, განცხადება გაავრცელა თოდუას კლინიკამ. მათი ინფორმაციით, ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის გამო დღეს ამბულატორიული პაციენტების მიღება შეჩერებულია, რაც ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დაკვამლიანებით არის გამოწვეული. კლინიკის ადმინისტრაციის განმარტებით, ამ დროისთვის კლინიკაში მოთავსებული არცერთი პაციენტისა და მედპერსონალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა კლინიკა „ჰელსიკორის" ადმინისტრაციამაც. კლინიკის ინფორმაციით, დღეისთვის დაგეგმილი გეგმური პროცედურები კლინიკაში აღარ ჩატარდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი გავრცელებული იყო დაახლოებით 15 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0a/252546073_65:0:1122:793_1920x0_80_0_0_0e33d5dcb78db661f666fddf3cd8464d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა
ხანძრის ქრობაში, რომელიც დღეს დილით, დაახლოებით 06:00 საათზე გაჩნდა, ჩართული იყო დაახლოებით 30 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და პირადი შემადგენლობა
თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კლინიკებიდან მეხანძრე-მაშველების მიერ პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა, განაცხადა სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმა.
თბილისის მეტროს სადგურ „ვაგზლის მოედნის“ მიმდებარედ არსებული „ბორჯომის ვაგზლის" ტერიტორიაზე ხანძარი დღეს დილით, დაახლოებით 06:00 საათზე გაჩნდა. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო დაახლოებით 30 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და პირადი შემადგენლობა. თვითმხილველების თქმით, ხანძარი მეორე სართულზე მდებარე ფეხსაცმლის მაღაზიაში გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ვაგზლის მოედნის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრის გამო, განცხადება გაავრცელა თოდუას კლინიკამ. მათი ინფორმაციით, ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის გამო დღეს ამბულატორიული პაციენტების მიღება შეჩერებულია, რაც ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დაკვამლიანებით არის გამოწვეული.
კლინიკის ადმინისტრაციის განმარტებით, ამ დროისთვის კლინიკაში მოთავსებული არცერთი პაციენტისა და მედპერსონალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
„თოდუას კლინიკა აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტის უსაფრთხოების სისტემებით, რაც უზრუნველყოფს შიდა სივრცეებში დაკვამლიანების თავიდან აცილებას. ვაგრძელებთ ზრუნვას კლინიკაში მოთავსებული სტაციონარული პაციენტების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. საჭიროების შემთხვევაში, შეუფერხებლად მოგემსახურებათ „თოდუას კლინიკის“ დიღმის და ვერის ფილიალები“, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა კლინიკა „ჰელსიკორის" ადმინისტრაციამაც. კლინიკის ინფორმაციით, დღეისთვის დაგეგმილი გეგმური პროცედურები კლინიკაში აღარ ჩატარდება.
„ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო, კლინიკაში ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები, პაციენტები გადანაწილებულნი არიან თბილისის მასშტაბით სხვადასხვა კლინიკებში და არიან უსაფრთხოდ", - ნათქვამია განცხადებაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი გავრცელებული იყო დაახლოებით 15 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.