https://sputnik-georgia.com/20250430/tbilisis-gasasvlel-shemosasvlelshi-abrebi-ganaxldeba-293113827.html
მერია: საზღვრების აღმნიშვნელი ახალი აბრები დედაქალაქის ოთხ შემოსასვლელთან განთავსდება
მერია: საზღვრების აღმნიშვნელი ახალი აბრები დედაქალაქის ოთხ შემოსასვლელთან განთავსდება
Sputnik საქართველო
როგორც მანამდე თბილისის მერმა განაცხადა, დედაქალაქის საზღვრების აღმნიშვნელი აბრები უნდა იყოს თანამედროვე და განახლებული 30.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-30T21:37+0400
2025-04-30T21:37+0400
2025-04-30T21:37+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/03/277319985_338:0:1190:479_1920x0_80_0_0_ea24390d02db27163363adfcbd902210.jpg
თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. თბილისში არსებული ცხრა შემოსასვლელიდან დადგინდა ოთხი ლოკაცია, სადაც დედაქალაქის საზღვრების აღმნიშვნელი აბრები განახლდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. მისი თქმით, თბილისის შემოსასვლელსა და გასასვლელში არსებული აბრები დიდი ხანია მოძველებულია, რაც ლამაზი ნამდვილად არაა. დედაქალაქის საზღვრების აღმნიშვნელი აბრები უნდა იყოს თანამედროვე და განახლებული, დასძინა მერმა.მერიის ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, დავალების შესაბამისად, დედაქალაქის საზღვრების აღმნიშვნელი მანიშნებლების განახლების მიზნით, კონკურსის გამოცხადებისთვის საჭირო პროცედურები უკვე ჩაატარა. კონკურსი სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უახლოეს დღეებში გამოცხადდება, სადაც მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/03/277319985_520:0:1159:479_1920x0_80_0_0_5b26c5987148533ec7aff3123caa90e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
მერია: საზღვრების აღმნიშვნელი ახალი აბრები დედაქალაქის ოთხ შემოსასვლელთან განთავსდება
როგორც მანამდე თბილისის მერმა განაცხადა, დედაქალაქის საზღვრების აღმნიშვნელი აბრები უნდა იყოს თანამედროვე და განახლებული
თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. თბილისში არსებული ცხრა შემოსასვლელიდან დადგინდა ოთხი ლოკაცია, სადაც დედაქალაქის საზღვრების აღმნიშვნელი აბრები განახლდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისი თქმით, თბილისის შემოსასვლელსა და გასასვლელში არსებული აბრები დიდი ხანია მოძველებულია, რაც ლამაზი ნამდვილად არაა. დედაქალაქის საზღვრების აღმნიშვნელი აბრები უნდა იყოს თანამედროვე და განახლებული, დასძინა მერმა.
„თბილისის საზღვრების აღმნიშვნელი ახალი აბრები დედაქალაქის ოთხ - მცხეთის, კახეთის, რუსთავის და მარნეულის შემოსასვლელთან განთავსდება. შემუშავდა ქალაქის დასახელების აღმნიშვნელი მხატვრულ-არქიტექტურული კომპოზიციის ესკიზების საკონკურსო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, კონკურსანტებმა საკონკურსო მასალები უნდა წარმოადგინონ“, - განაცხადა კალაძემ.
მერიის ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, დავალების შესაბამისად, დედაქალაქის საზღვრების აღმნიშვნელი მანიშნებლების განახლების მიზნით, კონკურსის გამოცხადებისთვის საჭირო პროცედურები უკვე ჩაატარა.
კონკურსი სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უახლოეს დღეებში გამოცხადდება, სადაც მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.