https://sputnik-georgia.com/20250430/susi-saqartveloshi-procesebis-maidanizacia-igegmeboda-293097572.html
სუს-ი: 2024 წელს მიმდინარე პროცესების ე.წ. „მაიდანიზაცია“ იგეგმებოდა
სუს-ი: 2024 წელს მიმდინარე პროცესების ე.წ. „მაიდანიზაცია“ იგეგმებოდა
Sputnik საქართველო
უწყების ინფორმაციით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ საქართველოში შიდა და გარე პოლიტიკურ პროცესებზე კონტროლის ბერკეტების... 30.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-30T10:58+0400
2025-04-30T10:58+0400
2025-04-30T10:58+0400
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/04/291235304_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_c075f94371b2af48ca0d3f998e97c516.jpg
თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. 2024 წელს ადამიანთა გარკვეული ჯგუფები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, უცხოური დაფინანსებით საპროტესტო აქციების „მაიდანიზაციას“ გეგმავდნენ, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პარლამენტში წარდგენილ ანგარიშში.2024 წელს საქართველოში საპროტესტო აქციები მარტიდან მაისამდე და ოქტომბრიდან დეკემბრამდე პერიოდში გაიმართა.სუს-ის ცნობით, პირთა გარკვეული ჯგუფების მოქმედებები, რომლებიც გამოდიოდნენ მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონისა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინააღმდეგ, იმართებოდა უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ.სუს-ის ცნობით, სამხედროების მონაწილეობით იგეგმებოდა ქვეყანაში სიტუაციის უკიდურესი დაძაბვა და განიხილებოდა მმართველი ძალის თანამდებობის პირების ლიკვიდაცია.ამასთან, სუს-ი აღნიშნავს, რომ ორგანიზატორები გეგმავდნენ დემონსტრანტებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირების პროვოცირებას, რასაც მსხვერპლი მოჰყვებოდა. სწორედ ამ მიზნით ცალკეული ახალგაზრდული ჯგუფების მიერ გამოიყენებოდა პიროტექნიკა და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“.უწყების ინფორმაციით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ საქართველოში შიდა და გარე პოლიტიკურ პროცესებზე კონტროლის ბერკეტების შექმნას.გარდა ამისა, სუს-მა გამოავლინა პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც ღიად თანამშრომლობდნენ უცხოურ ძალებთან, მათ შორის პოლიტიკურ ძალებთან და მონაწილეობდნენ მათ ღონისძიებებში.გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უცხოური სადაზვერვო სამსახურები ცდილობდნენ აქტიურად გამოეყენებინათ ქვეყანაში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციები პოლიტიკურ პროცესებში მათი ჩართვის მიზნით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/04/291235304_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_a20b7f837103971cf277a3896804a9ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
სუს-ი: 2024 წელს მიმდინარე პროცესების ე.წ. „მაიდანიზაცია“ იგეგმებოდა
უწყების ინფორმაციით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ საქართველოში შიდა და გარე პოლიტიკურ პროცესებზე კონტროლის ბერკეტების შექმნას.
თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. 2024 წელს ადამიანთა გარკვეული ჯგუფები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, უცხოური დაფინანსებით საპროტესტო აქციების „მაიდანიზაციას“ გეგმავდნენ, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პარლამენტში წარდგენილ ანგარიშში.
2024 წელს საქართველოში საპროტესტო აქციები მარტიდან მაისამდე და ოქტომბრიდან დეკემბრამდე პერიოდში გაიმართა.
სუს-ის ცნობით, პირთა გარკვეული ჯგუფების მოქმედებები, რომლებიც გამოდიოდნენ მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონისა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინააღმდეგ, იმართებოდა უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ.
„სხვადასხვა პერიოდში დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად იყვნენ ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებდნენ მზადყოფნას ჩამოსულიყვნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიეღოთ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში", - ნათქვამია ანგარიშში.
სუს-ის ცნობით, სამხედროების მონაწილეობით იგეგმებოდა ქვეყანაში სიტუაციის უკიდურესი დაძაბვა და განიხილებოდა მმართველი ძალის თანამდებობის პირების ლიკვიდაცია.
„იგეგმებოდა თბილისის სატრანსპორტო კვანძების პარალიზება, სამთავრობო დაწესებულებებსა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებთან მისასვლელი გზების, სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ბაზების ბლოკირება, ცენტრალურ გამზირებზე ე.წ. კარვების ქალაქების მოწყობა", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, სუს-ი აღნიშნავს, რომ ორგანიზატორები გეგმავდნენ დემონსტრანტებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირების პროვოცირებას, რასაც მსხვერპლი მოჰყვებოდა. სწორედ ამ მიზნით ცალკეული ახალგაზრდული ჯგუფების მიერ გამოიყენებოდა პიროტექნიკა და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“.
უწყების ინფორმაციით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ საქართველოში შიდა და გარე პოლიტიკურ პროცესებზე კონტროლის ბერკეტების შექმნას.
„მათი ამოცანა იყო სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან და მათ ლიდერებთან კავშირების დამყარება, თანამშრომლობის გაძლიერება და საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება სასურველი სცენარის მიხედვით პოლიტიკური პროცესების განვითარებისთვის“, - ნათქვამია ანგარიშში.
გარდა ამისა, სუს-მა გამოავლინა პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც ღიად თანამშრომლობდნენ უცხოურ ძალებთან, მათ შორის პოლიტიკურ ძალებთან და მონაწილეობდნენ მათ ღონისძიებებში.
გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უცხოური სადაზვერვო სამსახურები ცდილობდნენ აქტიურად გამოეყენებინათ ქვეყანაში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციები პოლიტიკურ პროცესებში მათი ჩართვის მიზნით.