https://sputnik-georgia.com/20250430/saqartvelodubaishi-turistul-gamopenashi-monawileobs-293098622.html
საქართველო ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენაზე წარდგა
საქართველო ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენაზე წარდგა
Sputnik საქართველო
დუბაის საერთაშორისო გამოფენაში მსოფლიოს 166 ქვეყნიდან 2800-ზე მეტი ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია მონაწილეობს. 30.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-30T16:52+0400
2025-04-30T16:52+0400
2025-04-30T16:52+0400
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
დუბაი
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24507/70/245077040_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_0b30f49bbc0d7cda498d70b5f4e35c20.jpg
თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დუბაიში მასშტაბურ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში Arabian Travel Market ATM 2025 მონაწილეობს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაზე წარმოდგენილია ქართული ტურისტული 33 კომპანია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია. გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებას და ინფორმაცია მიიღონ ტურისტული პროდუქტების შესახებ. გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავენ საერთაშორისო მედიის, სამოგზაურო პლატფორმების, ტურისტული კომპანიებისა და P- ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან თანამშრომლობისა და ერთობლივი აქტივობების დასაგეგმად, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდას.Arabian Travel Market–ი ახლო აღმოსავლეთის უდიდესი ტურისტული გამოფენაა. ის პირველად 1994 წელს გაიმართა. გამოფენაში 2017 წელს მონაწილეობა მიიღო 2,5 ათასზე მეტმა კომპანიამ, რამაც ATM ისტორიაში უდიდეს ტურისტული გამოფენად აქცია.წელს Arabian Travel Market–ში მონაწილეობს მსოფლიოს 166 ქვეყნის 2,8 ათასზე მეტი საერთაშორისო კომპანია. მნახველთა რაოდენობა 55 ათასს აღწევს. გამოფენა 28 აპრილიდან 1-ელი მაისის ჩათვლით იმართება.
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
დუბაი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24507/70/245077040_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_8cb217a8582ab7c32f730b838cbbcb86.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები , დუბაი, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ახალი ამბები
საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები , დუბაი, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ახალი ამბები
საქართველო ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენაზე წარდგა
დუბაის საერთაშორისო გამოფენაში მსოფლიოს 166 ქვეყნიდან 2800-ზე მეტი ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია მონაწილეობს.
თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დუბაიში მასშტაბურ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში Arabian Travel Market ATM 2025 მონაწილეობს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაზე წარმოდგენილია ქართული ტურისტული 33 კომპანია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია. გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებას და ინფორმაცია მიიღონ ტურისტული პროდუქტების შესახებ.
„ATM-2025 მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გამოფენაა, რომელშიც საქართველო მრავალი წელია მონაწილეობს. 4 დღის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები პარტნიორებთან, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან, კერძო კომპანიები ატარებენ საქმიან შეხვედრებს, რომ საქართველოში ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიყვანოთ“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავენ საერთაშორისო მედიის, სამოგზაურო პლატფორმების, ტურისტული კომპანიებისა და P- ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან თანამშრომლობისა და ერთობლივი აქტივობების დასაგეგმად, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდას.
Arabian Travel Market–ი ახლო აღმოსავლეთის უდიდესი ტურისტული გამოფენაა. ის პირველად 1994 წელს გაიმართა. გამოფენაში 2017 წელს მონაწილეობა მიიღო 2,5 ათასზე მეტმა კომპანიამ, რამაც ATM ისტორიაში უდიდეს ტურისტული გამოფენად აქცია.
წელს Arabian Travel Market–ში მონაწილეობს მსოფლიოს 166 ქვეყნის 2,8 ათასზე მეტი საერთაშორისო კომპანია. მნახველთა რაოდენობა 55 ათასს აღწევს. გამოფენა 28 აპრილიდან 1-ელი მაისის ჩათვლით იმართება.