რა ხდება თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე - ბოლო მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerმშენებარე კორპუსი
მშენებარე კორპუსი - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2025
გამოწერა
2025 წლის პირველ კვარტალში ერთი კვადრატული მეტრი ე.წ. შავი კარკასის საშუალო ფასმა ახლად აშენებულ კორპუსებში 3.236 ლარი შეადგინა.
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი 2025 წლის პირველ კვარტალში 11,5%-ით გაიზარდა, ამასთან 2024 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ფასები 2,2%-ით გაიზარდა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ინდექსი ფასების დინამიკას ასახავს და მოიცავს ახლად აშენებულ და მშენებარე უძრავ ქონებას თბილისში.
2020 წლის საშუალო წლიურ მაჩვენებელთან შედარებით, თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი პირველ კვარტალში 57,6%-ით გაიზარდა.
„საქსტატის" მონაცემებით, თბილისში ახალაშენებული ბინების ფასები პირველ კვარტალში, 2024 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 2,2%-ით გაიზარდა, გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით კი 10,9%-ით გაიზარდა.
ბინების ფასები ახალაშენებულ კორპუსებში

რაიონი

კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულება, ლარი

მთაწმინდა

6 769

ვაკე

5 880

ჩუღურეთი

4 456

საბურთალო

4 297

დიდუბე

4 025

კრწანისი

3 979

ნაძალადევი

3 866

ისანი

3 819

გლდანი

3 652

სამგორი

3 528

თბილისში ახალაშენებულ კერძო სახლებზე ფასები 2024 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 1,8%-ით გაიზარდა, 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით კი 13,5%-ით გაიზარდა.
ახალაშენებული კერძო სახლების ფასი თბილისში

რაიონი

კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულება, ლარი

მთაწმინდა

4 687

ვაკე

4 138

დიდუბე

3 858

საბურთალო

3 567

ისანი

3 172

ჩუღურეთი

2 954

კრწანისი

2 903

სამგორი

2 780

გლდანი

2 767

ნაძალადევი

2 767

„საქსტატის" კვლევის თანახმად, 2025 წლის პირველ კვარტალში ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა ახლად აშენებულ კორპუსებში შეადგინა: ე.წ. შავი კარკასი – 3.236 ლარი, თეთრი კარკასი – 3.582 ლარი, მწვანე კარკასი – 4.288 ლარი.
2024 წლის პირველ კვარტალში ფასები ასეთი იყო: ე.წ. შავი კარკასი – 2.849 ლარი, თეთრი კარკასი – 3.289 ლარი, მწვანე კარკასი – 3.926 ლარი.
ფასების ინდექსი მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია და მას უმეტესად საქართველოს ეროვნული ბანკი და კერძო დეველოპერები იყენებენ. ის, ერთი მხრივ, ემსახურება უძრავი ქონების განვითარებისა და ბაზრის რისკების შეფასებას, ხოლო მეორე მხრივ – უძრავი ქონების ბაზარსა და ფინანსურ სტაბილურობასთან კავშირების დადგენასა და შეფასებას.
ყველა ახალი ამბავი
0