https://sputnik-georgia.com/20250430/qartuli-ocneba-partiis-axal-tavmjdomares-7-maiss-airchevs-293112397.html
„ქართული ოცნება“ პარტიის ახალ თავმჯდომარეს 7 მაისს აირჩევს
„ქართული ოცნება“ პარტიის ახალ თავმჯდომარეს 7 მაისს აირჩევს
Sputnik საქართველო
7 მაისის ყრილობაზე ასევე დამტკიცდება პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა. 30.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-30T19:00+0400
2025-04-30T19:00+0400
2025-04-30T19:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ახალი ამბები
თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/11/289035814_0:87:2048:1239_1920x0_80_0_0_29c1836fb131480f5443b0697a91093b.jpg
თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალ თავმჯდომარეს ოთხშაბათს, 7 მაისს, პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში. მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის 25 აპრილს განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის.ირაკლი ღარიბაშვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარე 2024 წლის 1-ელ თებერვალს გახდა. მაშინ ღარიბაშვილის კანდიდატურას მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" რიგით მერვე ყრილობაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი. მანამდე ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტი ორჯერ ეკავა: 2013-2015 და 2021-2024 წლებში. მანამდე იყო შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრი.პარტიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 7 მაისის ყრილობაზე ასევე დამტკიცდება პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე გაიმართება. აღნიშნული არჩევნები ყველაზე მასშტაბურია ქვეყანაში - ყველა ქალაქისა და რაიონის მოსახლეობა ცალ-ცალკე ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევს.საკრებულოს ყველა სათათბირო ორგანოს პროპორციული არჩევნების ბარიერი 4%-ია.2024 წლის საპარლამენტო არჩევნებით თუ ვიმსჯელებთ, ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ შემდეგ პარტიებს აქვთ: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „კოალიცია ცვლილებისთვის, ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „საქართველოსთვის“. ამ ეტაპზე პარლამენტში მანდატები მხოლოდ პარტიამ „საქართველოსთვის“ შეინარჩუნა; დანარჩენებმა პარლამენტში შესვლაზე პროტესტის ნიშნად უარი განაცხადეს.დარჩენილმა პარტიებმა ამომრჩეველთა 3%-ის მხარდაჭერაც კი ვერ მოიპოვეს. მათ შორის არის პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“, რომელმაც განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, მმართველი პარტია ოპოზიციასთან დამარცხდა ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/11/289035814_140:0:1908:1326_1920x0_80_0_0_60a2932cfffc9ac4c79046f12dc55cfc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები, თვითმმართველობის არჩევნები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები, თვითმმართველობის არჩევნები
„ქართული ოცნება“ პარტიის ახალ თავმჯდომარეს 7 მაისს აირჩევს
7 მაისის ყრილობაზე ასევე დამტკიცდება პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა.
თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალ თავმჯდომარეს ოთხშაბათს, 7 მაისს, პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის 25 აპრილს განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის.
ირაკლი ღარიბაშვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარე 2024 წლის 1-ელ თებერვალს გახდა. მაშინ ღარიბაშვილის კანდიდატურას მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" რიგით მერვე ყრილობაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი.
მანამდე ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტი ორჯერ ეკავა: 2013-2015 და 2021-2024 წლებში. მანამდე იყო შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრი.
პარტიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 7 მაისის ყრილობაზე ასევე დამტკიცდება პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა.
„დამტკიცდა, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდება 7 მაისს, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე. სხდომაზე ასევე დამტკიცდა, რომ განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე გაიმართება. აღნიშნული არჩევნები ყველაზე მასშტაბურია ქვეყანაში - ყველა ქალაქისა და რაიონის მოსახლეობა ცალ-ცალკე ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევს.
საკრებულოს ყველა სათათბირო ორგანოს პროპორციული არჩევნების ბარიერი 4%-ია.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებით თუ ვიმსჯელებთ, ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ შემდეგ პარტიებს აქვთ: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „კოალიცია ცვლილებისთვის, ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „საქართველოსთვის“. ამ ეტაპზე პარლამენტში მანდატები მხოლოდ პარტიამ „საქართველოსთვის“ შეინარჩუნა; დანარჩენებმა პარლამენტში შესვლაზე პროტესტის ნიშნად უარი განაცხადეს.
დარჩენილმა პარტიებმა ამომრჩეველთა 3%-ის მხარდაჭერაც კი ვერ მოიპოვეს. მათ შორის არის პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“, რომელმაც განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები ცალ-ცალკე ითვლება თითოეულ ოლქში. ამრიგად, მცირე პარტიების უმეტესობას არ ექნება რესურსი, რომ გაიმარჯვოს კონკრეტულ რაიონში.
საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, მმართველი პარტია ოპოზიციასთან დამარცხდა ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში.