პორტუგალიასა და ეთიოპიაში ქართულ დიპმისიებს ახალი ძელმძღვანელები ჰყავს

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2025
გამოწერა
ელჩები თავიანთი მოვალეობის შესრულებას დანიშვნის ადგილზე სახელმწიფოების ხელმძღვანელებისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ შეუდგებიან
თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საქართველოს პორტუგალიის რესპუბლიკასა და ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში ახალი ელჩები დაინიშნენ, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი ლევან წურწუმია იქნება.
ლევან წურწუმია საგარეო საქმეთა სამინისტროში 1998 წლიდან მუშაობს.
ის უკრაინაში საქართველოს საელჩოს და სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციას იკავებდა, ასევე გახლდათ საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. მუშაობდა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე.
ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში კი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გია მაჭარაძე დაინიშნა.
გია მაჭარაძე 1996 წლიდან მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ დიპლომატიურ მისიებში სხვადასხვა პოზიციაზე. 2021-2022 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ.
2022 წლიდან დღემდე მაჭარაძე იყო ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.
ელჩები თავიანთი მოვალეობის შესრულებას დანიშვნის ადგილზე სახელმწიფოების ხელმძღვანელებისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ შეუდგებიან.
ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს ელჩებსა და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს.
ყველა ახალი ამბავი
0