https://sputnik-georgia.com/20250430/kaladze-tbiliss-male-usaxlkaro-ojaxebi-ar-ekoleba-293113139.html
კალაძე: თბილისს უსახლკარო ოჯახები აღარ ეყოლება
კალაძე: თბილისს უსახლკარო ოჯახები აღარ ეყოლება
Sputnik საქართველო
უსახლკაროდ რეგისტრირებული 400 ოჯახიდან 300-ზე მეტი ოჯახი საცხოვრებლით უკვე დაკმაყოფილებულია, აღნიშნა თბილისის მერმა. 30.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-30T20:13+0400
2025-04-30T20:13+0400
2025-04-30T20:33+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1e/291947772_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_82751b2639d706aacad79200f4d88fc2.jpg
თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. დედაქალაქში მცხოვრები უსახლკაროს სტატუსის მქონე ყველა ოჯახისთვის ბინები უკვე მოძიებულია, რომლებიც მათ საკუთრებაში ეტაპობრივად გადაეცემათ, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე. თბილისის მერია საცხოვრებელი ფართებით უსახლკარო ოჯახების უზრუნველყოფის პროგრამას 2022 წლიდან ახორციელებს - აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელ ფართებს იღებენ ის ოჯახები, რომელთაც უსახლკაროს სტატუსი აქვთ მინიჭებული.როგორც მან აღნიშნა, უსახლკაროდ რეგისტრირებული 400 ოჯახიდან 300-ზე მეტი ოჯახი საცხოვრებლით უკვე დაკმაყოფილებულია. თუმცა ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ პრობლემის წინაშე დგანან. მისი თქმით, საცხოვრებელი ფართები უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებს ეტაპობრივად გადაეცემათ. აღნიშნული ბინების ნაწილი უკვე დასრულებული და ექსპლუატაციაშია მიღებული, ნაწილი კი მშენებლობის პროცესშია, დასძინა კალაძემ.როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ადამიანმა, რომელსაც აღნიშნული პრობლემა აქვს, პირველ ეტაპზე უსახლკაროს სტატუსი უნდა მიიღოს. შემდეგ მის საქმეს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1e/291947772_401:0:2832:1823_1920x0_80_0_0_5f390c2b7aefaf08802400c7b4eabeac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
კალაძე: თბილისს უსახლკარო ოჯახები აღარ ეყოლება
20:13 30.04.2025 (განახლებულია: 20:33 30.04.2025) უსახლკაროდ რეგისტრირებული 400 ოჯახიდან 300-ზე მეტი ოჯახი საცხოვრებლით უკვე დაკმაყოფილებულია, აღნიშნა თბილისის მერმა.
თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. დედაქალაქში მცხოვრები უსახლკაროს სტატუსის მქონე ყველა ოჯახისთვის ბინები უკვე მოძიებულია, რომლებიც მათ საკუთრებაში ეტაპობრივად გადაეცემათ, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
თბილისის მერია საცხოვრებელი ფართებით უსახლკარო ოჯახების უზრუნველყოფის პროგრამას 2022 წლიდან ახორციელებს - აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელ ფართებს იღებენ ის ოჯახები, რომელთაც უსახლკაროს სტატუსი აქვთ მინიჭებული.
როგორც მან აღნიშნა, უსახლკაროდ რეგისტრირებული 400 ოჯახიდან 300-ზე მეტი ოჯახი საცხოვრებლით უკვე დაკმაყოფილებულია. თუმცა ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ პრობლემის წინაშე დგანან.
„ქალაქში რეგისტრირებული იყო 400-მდე უსახლკარო ოჯახი... 300-ზე მეტი ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით, დღევანდელ სხდომაზე კი, დამატებით შესაბამისი ფართები გამოვიტანეთ, რომლებიც შემდგომ სარგებლობის უფლებით გადაეცემათ იმ ოჯახებს, ვინც საცხოვრებელი მიღებას ელოდება“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, საცხოვრებელი ფართები უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებს ეტაპობრივად გადაეცემათ. აღნიშნული ბინების ნაწილი უკვე დასრულებული და ექსპლუატაციაშია მიღებული, ნაწილი კი მშენებლობის პროცესშია, დასძინა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ადამიანმა, რომელსაც აღნიშნული პრობლემა აქვს, პირველ ეტაპზე უსახლკაროს სტატუსი უნდა მიიღოს. შემდეგ მის საქმეს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.