https://sputnik-georgia.com/20250430/evrobasketi-2025-saqartvelos-nakrebi-limasolshi-4-matchs-gamartavs-293120242.html
ევრობასკეტი 2025: საქართველოს ნაკრები ლიმასოლში ოთხ მატჩს გამართავს
ევრობასკეტი 2025: საქართველოს ნაკრები ლიმასოლში ოთხ მატჩს გამართავს
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე პირველად 2011 წელს იასპარეზა და მე-12 ადგილი მოიპოვა. 30.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-30T22:00+0400
2025-04-30T22:00+0400
2025-04-30T22:00+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/16/291043874_0:74:1440:884_1920x0_80_0_0_54dd627a1cbe3fa6688a38e23e608ff6.jpg
თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ევრობასკეტზე მეექვსედ იასპარეზებს, იუწყება პირველი არხი. ამჯერად ქართული გუნდი კვიპროსში ითამაშებს, სადაც, მასპინძლების გარდა, იტალიასთან, ესპანეთთან, საბერძნეთსა და ბოსნია-ჰერცოგოვინათან გამართავს მატჩებს. ჯგუფის მატჩებს კვიპროსის ქალაქი ლიმასოლი უმასპინძლებს.პირველ ეტაპზე მატჩები 28 აგვისტოს დაიწყება, ხოლო ჯგუფური ტურნირის დასრულების შემდეგ ოთხ-ოთხი საუკეთესო გუნდი პლეი-ოფის სათამაშოდ ლატვიაში გაემგზავრება. ფიბამ საბოლოოდ დაადგინა ევრობასკეტზე მატჩების დაწყების საათები: ევრობასკეტი 2025. C ჯგუფის კალენდარი 28 აგვისტო 30 აგვისტო 31 აგვისტო 2 სექტემბერი 4 სექტემბერი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტზე პირველად 2011 წელს იასპარეზა და მე-12 ადგილი მოიპოვა. 2022 წელს კი ჩეხეთთან იტალიასთან და გერმანიასთან ერთად, ჩემპიონატს პირველად უმასპინძლა.2025 წლის ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში ოთხ ქვეყანაში – ფინეთში, კვიპროსში, პოლონეთსა და ლატვიაში ჩატარდება. გათამაშების ფინალური ეტაპის წილისყრა 27 მარტს რიგაში გაიმართა, ხოლო ტურნირი 27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით შედგება.პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ისტორიაში პირველად კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის, მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრისა და კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე მეექვსედ ასპარეზობის შესაძლებლობისთვის საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ღირსების ორდენზე წარადგინეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/16/291043874_82:0:1359:958_1920x0_80_0_0_661d1cfdfb87b50333741c83beea7dbe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ევრობასკეტი 2025: საქართველოს ნაკრები ლიმასოლში ოთხ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე პირველად 2011 წელს იასპარეზა და მე-12 ადგილი მოიპოვა.
თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ევრობასკეტზე მეექვსედ იასპარეზებს, იუწყება პირველი არხი.
ამჯერად ქართული გუნდი კვიპროსში ითამაშებს, სადაც, მასპინძლების გარდა, იტალიასთან, ესპანეთთან, საბერძნეთსა და ბოსნია-ჰერცოგოვინათან გამართავს მატჩებს.
ჯგუფის მატჩებს კვიპროსის ქალაქი ლიმასოლი უმასპინძლებს.
პირველ ეტაპზე მატჩები 28 აგვისტოს დაიწყება, ხოლო ჯგუფური ტურნირის დასრულების შემდეგ ოთხ-ოთხი საუკეთესო გუნდი პლეი-ოფის სათამაშოდ ლატვიაში გაემგზავრება.
ფიბამ საბოლოოდ დაადგინა ევრობასკეტზე მატჩების დაწყების საათები:
ევრობასკეტი 2025. C ჯგუფის კალენდარი
16:00 საქართველო – ესპანეთი
19:15 ბოსნია-ჰერცეგოვინა – კვიპროსი
22:30 საბერძნეთი – იტალია
16:00 იტალია – საქართველო
19:15 კვიპროსი – საბერძნეთი
22:30 ესპანეთი – ბოსნია-ჰერცეგოვინა
16:00 საქართველო – საბერძნეთი
19:15 ესპანეთი – კვიპროსი
22:30 ბოსნია-ჰერცეგოვინა – იტალია
16:00 საბერძნეთი – ბოსნია-ჰერცეგოვინა
19:15 კვიპროსი – საქართველო
16:00 ბოსნია-ჰერცეგოვინა – საქართველო
22:30 ესპანეთი – საბერძნეთი.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტზე პირველად 2011 წელს იასპარეზა და მე-12 ადგილი მოიპოვა. 2022 წელს კი ჩეხეთთან იტალიასთან და გერმანიასთან ერთად, ჩემპიონატს პირველად უმასპინძლა.
2025 წლის ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში ოთხ ქვეყანაში – ფინეთში, კვიპროსში, პოლონეთსა და ლატვიაში ჩატარდება. გათამაშების ფინალური ეტაპის წილისყრა 27 მარტს რიგაში გაიმართა, ხოლო ტურნირი 27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით შედგება.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ისტორიაში პირველად კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის, მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრისა და კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე მეექვსედ ასპარეზობის შესაძლებლობისთვის საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ღირსების ორდენზე წარადგინეს.