ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliხანძარი ვაგზლის ბაზრობაზე
ხანძარი ვაგზლის ბაზრობაზე - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2025
გამოწერა
ხანძრის ქრობაში, რომელიც დღეს დილით, დაახლოებით 06:00 საათზე გაჩნდა, ჩართული იყო დაახლოებით 30 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და პირადი შემადგენლობა
თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. თბილისის მეტროს სადგურ „ვაგზლის მოედნის“ მიმდებარედ არსებული „ბორჯომის ვაგზლის" ტერიტორიაზე გაჩენილი ძლიერი ხანძარი ლიკვიდირებულია, განაცხადა თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმ
ხანძრის ქრობაში, რომელიც დღეს დილით, დაახლოებით 06:00 საათზე გაჩნდა, ჩართული იყო დაახლოებით 30 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და პირადი შემადგენლობა. თვითმხილველების თქმით, ხანძარი მეორე სართულზე მდებარე ფეხსაცმლის მაღაზიაში გაჩნდა.
„მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების წყალობით, ხანძრის ჩაქრობა მოხერხდა. ამ დროისთვის ხანძარი ჩამქრალია და მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები“, - განაცხადა მუსელიანმა.
მისი თქმით, ხანძარი გავრცელებული იყო დაახლოებით 15 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე.
თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ყველა ახალი ამბავი
0