https://sputnik-georgia.com/20250430/----------293126452.html
ვაგზლის მოედანზე ხანძარმა მაღაზიები და საწყობები გაანადგურა - ვიდეო
ვაგზლის მოედანზე ხანძარმა მაღაზიები და საწყობები გაანადგურა - ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისში, ვაგზლის მოედნის მიმდებარედ ძლიერი ხანძრის შედეგად ე.წ. ბორჯომის ვაგზლის შენობაში არსებული სავაჭრო ობიექტები განადგურდა. 30.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-30T15:03+0400
2025-04-30T15:03+0400
2025-05-01T10:03+0400
მულტიმედია
ვიდეო
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/01/293126279_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_5ae052bb8616471935cddbd90d06a87d.jpg
ცეცხლი დაახლოებით 06:00 საათზე გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა ტერიტორიაზე. ხანძრის შედეგად 14 ათას კვადრატულ მეტრამდე სავაჭრო ფართობი განადგურდადაიწვა ათობით მაღაზია და საწყობი, სადაც ინახებოდა სხვადასხვა საქონელი - ბოსტნეული, ტანსაცმელი, ელექტროტექნიკა, წიგნები, სასკოლო ნივთები, სხვადასხვა პროდუქცია.ზარალის ოდენობა, ისევე როგორც ხანძრის შედეგად დაზარალებულთა რიცხვი, ჯერჯერობით უცნობია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 30 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო ჩართული.4 საათის განმავლობაში მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება და ჩაქრობა მოახერხეს. თუმცა, შენობა და მასში არსებული სავაჭრო ობიექტები, პრაქტიკულად, სრულად დაიწვა.ხანძრის მიზეზს გამოძიება დაადგენს, დამწვარი შენობის ადგილზე რა აშენდება, ამას დრო გვიჩვენებს.გვერდით მდებარეობს ცარიელი ტერიტორია, სადაც 2017 წელს ხანძრის შედეგად დამწვარი სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო“ ფუნქციონირებდა. მაშინ ხანძარს 9 სთ-ის მანძილზე აქრობდნენ და მიუხედავად მეხანძრეების ძალისხმევისა, შენობა მთლიანად დაიწვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/01/293126279_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_62b5128b81394879b25f40bd8ab9e67f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მულტიმედია, ვიდეო, საქართველო, видео
მულტიმედია, ვიდეო, საქართველო, видео
ვაგზლის მოედანზე ხანძარმა მაღაზიები და საწყობები გაანადგურა - ვიდეო
15:03 30.04.2025 (განახლებულია: 10:03 01.05.2025) თბილისში, ვაგზლის მოედნის მიმდებარედ ძლიერი ხანძრის შედეგად ე.წ. ბორჯომის ვაგზლის შენობაში არსებული სავაჭრო ობიექტები განადგურდა.
ცეცხლი დაახლოებით 06:00 საათზე გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა ტერიტორიაზე. ხანძრის შედეგად 14 ათას კვადრატულ მეტრამდე სავაჭრო ფართობი განადგურდა
დაიწვა ათობით მაღაზია და საწყობი, სადაც ინახებოდა სხვადასხვა საქონელი - ბოსტნეული, ტანსაცმელი, ელექტროტექნიკა, წიგნები, სასკოლო ნივთები, სხვადასხვა პროდუქცია.
ზარალის ოდენობა, ისევე როგორც ხანძრის შედეგად დაზარალებულთა რიცხვი, ჯერჯერობით უცნობია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 30 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო ჩართული.
4 საათის განმავლობაში მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება და ჩაქრობა მოახერხეს. თუმცა, შენობა და მასში არსებული სავაჭრო ობიექტები, პრაქტიკულად, სრულად დაიწვა.
ხანძრის მიზეზს გამოძიება დაადგენს, დამწვარი შენობის ადგილზე რა აშენდება, ამას დრო გვიჩვენებს.
გვერდით მდებარეობს ცარიელი ტერიტორია, სადაც 2017 წელს ხანძრის შედეგად დამწვარი სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო“ ფუნქციონირებდა. მაშინ ხანძარს 9 სთ-ის მანძილზე აქრობდნენ და მიუხედავად მეხანძრეების ძალისხმევისა, შენობა მთლიანად დაიწვა.