https://sputnik-georgia.com/20250429/shuqrutis-magaros-direqtorze-zaladobistvis-otxi-piri-daakaves-293084007.html
შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ფიზიკურად იძალადეს: დაკავებულია ოთხი პირი
შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ფიზიკურად იძალადეს: დაკავებულია ოთხი პირი
Sputnik საქართველო
დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 29.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-29T16:18+0400
2025-04-29T16:18+0400
2025-04-29T16:18+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824813_0:45:2501:1451_1920x0_80_0_0_9405d8e8b09b017a80f102021def2027.jpg
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით იმერეთში ოთხი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაკავებულებს, რომელთა ასაკი 35-დან 40 წლამდეა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. შემთხვევა ჭიათურის მუნიციპალიტეტში გუშინ მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები შუქრუთის მაღაროს დირექტორს, 43 წლის მამაკაცს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. სამართალდამცველებმა ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ჭიათურაში მანგანუმმომპოვებელი „შუქრუთისა" და „კოროხნალის" შახტების მუშაობა წელიწადზე მეტია პარალიზებულია. 28 თებერვლიდან ათობით მაღაროელი აქციას მართავს და ითხოვს, სახელმწიფომ მანგანეზის მომპოვებელ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ დასაქმებულებისა და ადგილობრივების უფლებები დაიცვას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824813_119:0:2344:1669_1920x0_80_0_0_3494d514a5d1d78ccbe18731f0967818.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ფიზიკურად იძალადეს: დაკავებულია ოთხი პირი
დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით იმერეთში ოთხი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს, რომელთა ასაკი 35-დან 40 წლამდეა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
შემთხვევა ჭიათურის მუნიციპალიტეტში გუშინ მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები შუქრუთის მაღაროს დირექტორს, 43 წლის მამაკაცს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ჭიათურაში მანგანუმმომპოვებელი „შუქრუთისა" და „კოროხნალის" შახტების მუშაობა წელიწადზე მეტია პარალიზებულია. 28 თებერვლიდან ათობით მაღაროელი აქციას მართავს და ითხოვს, სახელმწიფომ მანგანეზის მომპოვებელ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ დასაქმებულებისა და ადგილობრივების უფლებები დაიცვას.