https://sputnik-georgia.com/20250429/rusetma-saqartvelodan-rekorduli-tanxis-kartopili-sheizina-293073665.html
რუსეთმა მარტში საქართველოსგან რეკორდული თანხის კარტოფილი შეიძინა
რუსეთმა მარტში საქართველოსგან რეკორდული თანხის კარტოფილი შეიძინა
Sputnik საქართველო
საქართველომ მარტში კარტოფილის ექსპორტის 85% რუსეთში გაგზავნა, დაახლოებით 14% - აზერბაიჯანში 29.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-29T12:13+0400
2025-04-29T12:13+0400
2025-04-29T12:13+0400
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0b/273848638_0:57:3078:1788_1920x0_80_0_0_8a7725fba93214f78bbb977191c5c28c.jpg
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. მარტში რუსეთმა საქართველოდან კარტოფილი, ქვეყნებს შორის ორმხრივი ვაჭრობის მთელი პერიოდის მანძილზე, ყველაზე მაღალ ფასად შეიძინა, ამის პარალელურად გაზარდა იმპორტი ჩინეთიდანაც, ნათქვამია ეროვნული სტატისტიკის სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.„საქსტატის“მონაცემებით, მარტში რუსეთში კარტოფილის ექსპორტმა რეკორდული 5,6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 1,7-ჯერ მეტია. წინა მაქსიმუმი დაფიქსირდა 2021 წლის მაისში - 3,8 მლნ დოლარის.პარალელურად რუსეთმა ჩინეთიდან 6,1 მლ დოლარის ღირებულების კარტოფილი შეიძინა - ორჯერ მეტი ვიდრე ზამთრის ბოლოს. ეს არის ყველაზე მაღალი ნიშნული 2022 წლის ივნისის შემდეგ, როდესაც აღნიშნული ბოსტნეულის შესყიდვებმა შეადგინა 6,8 მლნ დოლარი.ორივე ქვეყნისთვის რუსული ბაზარი ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო მიმართულებაა. საქართველომ კარტოფილის ექსპორტის 85% რუსეთში მარტში გაგზავნა, კიდევ 14% აზერბაიჯანში და მცირე რაოდენობა მიაწოდა სომხეთსა და მოლდოვას. ამავდროულად, ჩინეთისთვის რუსული კომპანიები იყვნენ მეორე მთავარი მყიდველები 18,3%-იანი წილით, მხოლოდ ყირგიზეთმა შეიძინა მეტი (54,4%).„როსსტატის“ მონაცემებით, 2024 წელს კარტოფილის მოსავალი შემცირდა. ამრიგად, შეგროვდა 17,8 მლნ ტონა, 2023 წელს კიეს მაჩვენებელი 20,2 მლნ ტონას შეადგენდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0b/273848638_225:0:2956:2048_1920x0_80_0_0_ec0c41284fce02b5f3c241a33f21dbcf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რუსეთმა მარტში საქართველოსგან რეკორდული თანხის კარტოფილი შეიძინა
საქართველომ მარტში კარტოფილის ექსპორტის 85% რუსეთში გაგზავნა, დაახლოებით 14% - აზერბაიჯანში
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. მარტში რუსეთმა საქართველოდან კარტოფილი, ქვეყნებს შორის ორმხრივი ვაჭრობის მთელი პერიოდის მანძილზე, ყველაზე მაღალ ფასად შეიძინა, ამის პარალელურად გაზარდა იმპორტი ჩინეთიდანაც, ნათქვამია ეროვნული სტატისტიკის სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
„საქსტატის“მონაცემებით, მარტში რუსეთში კარტოფილის ექსპორტმა რეკორდული 5,6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 1,7-ჯერ მეტია. წინა მაქსიმუმი დაფიქსირდა 2021 წლის მაისში - 3,8 მლნ დოლარის.
პარალელურად რუსეთმა ჩინეთიდან 6,1 მლ დოლარის ღირებულების კარტოფილი შეიძინა - ორჯერ მეტი ვიდრე ზამთრის ბოლოს. ეს არის ყველაზე მაღალი ნიშნული 2022 წლის ივნისის შემდეგ, როდესაც აღნიშნული ბოსტნეულის შესყიდვებმა შეადგინა 6,8 მლნ დოლარი.
ორივე ქვეყნისთვის რუსული ბაზარი ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო მიმართულებაა. საქართველომ კარტოფილის ექსპორტის 85% რუსეთში მარტში გაგზავნა, კიდევ 14% აზერბაიჯანში და მცირე რაოდენობა მიაწოდა სომხეთსა და მოლდოვას. ამავდროულად, ჩინეთისთვის რუსული კომპანიები იყვნენ მეორე მთავარი მყიდველები 18,3%-იანი წილით, მხოლოდ ყირგიზეთმა შეიძინა მეტი (54,4%).
„როსსტატის“ მონაცემებით, 2024 წელს კარტოფილის მოსავალი შემცირდა. ამრიგად, შეგროვდა 17,8 მლნ ტონა, 2023 წელს კიეს მაჩვენებელი 20,2 მლნ ტონას შეადგენდა.