https://sputnik-georgia.com/20250429/ruset-ukrainis-konfliqti-293085721.html
მიმოხილვა: რუსეთი ძალიან აფასებს ჩრდილოეთ კორეის საბრძოლო ძმობას
მიმოხილვა: რუსეთი ძალიან აფასებს ჩრდილოეთ კორეის საბრძოლო ძმობას
Sputnik საქართველო
კორეის სახალხო არმიის სპეციალური დანაყოფები გმირულად იცავდნენ რუსეთს, როგორც საკუთარ სამშობლოს და დააჩქარეს მტრის მნიშვნელოვანი სამხედრო ჯგუფის განადგურება და... 29.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-29T13:46+0400
2025-04-29T13:46+0400
2025-04-29T13:47+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
ჩრდილოეთი კორეა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/1d/293085544_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_9f5b7c85d8278438c98546af3e46dfd0.jpg
კორეის სახალხო არმიის სპეციალური დანაყოფები გმირულად იცავდნენ რუსეთს, როგორც საკუთარ სამშობლოს და დააჩქარეს მტრის მნიშვნელოვანი სამხედრო ჯგუფის განადგურება და კურსკის ოლქის სასაზღვრო რაიონების გათავისუფლება.გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა 26 აპრილს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალ ვლადიმერ პუტინს მოახსენა უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრიგადებისგან კურსკის ოლქის სასაზღვრო რაიონების სრული გათავისუფლების შესახებ. მან განსაკუთრებით აღნიშნა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარების დიდი წვლილი, რომლებმაც გმირულად იმოქმედეს რუსეთის ტერიტორიაზე — 2024 წლის 19 ივნისის ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების ფარგლებში. კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ოფიციალურად დაადასტურა ეს ინფორმაცია.ვლადიმერ პუტინმა მიულოცა იმ სამხედრო ნაწილების პირად შემადგენლობას, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კურსკის ოლქში ნეონაცისტური ფორმირებების დამარცხებაში. მან აღნიშნა, რომ კიევის რეჟიმის ავანტიურა წარუმატებლად დასრულდა, მოწინააღმდეგემ დიდი დანაკარგი — 76,5 ათასზემეტიმოკლული — განიცადა, რაც გავლენას მოახდენს ზოგად მდგომარეობაზე. პუტინმა განაცხადა: კიმ ჩენ ინმა კორეის ჯარების მონაწილეობა კურსკის ოლქის გათავისუფლების ოპერაციაში რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობის განსამტკიცებლად „წმინდა მისიად“ მოიხსენია. გამოქვეყნდა რუსეთის ტერიტორიაზე კორეის სახალხო არმიის სპეცრაზმის საბრძოლო მომზადების კადრები. ჩრდილოეთ კორეის პრესამ დაადასტურა „მტკიცე საბრძოლო პარტნიორობა კორეასა და რუსეთს შორის, ორი ხალხის ძმური ურთიერთობების უმაღლესი სტრატეგიული დონე.“ მანამდე, მოსკოვი და ფხენიანი არ ადასტურებდნენ და არც უარყოფდნენ საბრძოლო თანამშრომლობას. დღეს რუსული მედია პროგნოზირებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების აღლუმზე დასასწრებად ჩავა.აშშ მტკივნეულად შეხვდა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მონაწილეობას კურსკის ოლქის ტერიტორიაზე „უკრაინის წინააღმდეგ ომში“. ვაშინგტონის აზრით, ამან საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებას „შეუწყო ხელი“. ამერიკელებს ესმით, რომ ჩრდილოეთ კორეის სპეცრაზმმა ფასდაუდებელი გამოცდილება მიიღო ნატოს სტანდარტებით მომზადებული და აღჭურვილი უკრაინის შეიარაღებული ძალების ელიტური დანაყოფების განადგურებაში. ეს ამერიკულ კონცეფციის პირდაპირი საფრთხეა— „ძალით მშვიდობის“ აზია-წყნაროკეანეთში. მსგავსი საბრძოლო გამოცდილება არც დასავლეთში და არც აღმოსავლეთში აშშ-ის არც ერთ მოკავშირეს არ გააჩნია.დასავლეთში მოსკოვისა და ფხენიანის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ შოკი გამოიწვია. აღმოჩნდა, რომ უკრაინაში მიმდინარე პროქსი-ომში საპირისპირო შედეგი დადგა: რუსეთი სულ უფრო ძლიერდება და წარმატებით იკრებს ირგვლივ ძლიერ მოკავშირეებს.გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ტელევიზიით ისტერიკა მოაწყო: „თუ უკრაინა დაეცემა, თუ პუტინი მოიგებს ამ ომს — იმ გაგებით, რომ დაიკავებს მთელ უკრაინას ან მის მნიშვნელოვან ნაწილს, ეს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ნატოს ტერიტორიას და, სხვათა შორის, ისეთ მეზობელ ქვეყნებს, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო.“ გერმანულმა გამოცემა „ბილდმა“ უფრო მძიმე პროგნოზი წარმოადგინა: „თუ უკრაინა დაეცემა, ნატო დაიღუპევა.“გაზეთმა The Washington Postგაიხსენა, რომ ფხენიანმა 2024 წლის შემოდგომაზე რუსეთში, დაახლოებით, 12 ათასი ჯარისკაცი გაგზავნა და ეს იყო „პირველი შემთხვევა მასშტაბური მონაწილეობის“ საზღვარგარეთულ სამხედრო კონფლიქტში. თუ ამ რიცხვს დავეყრდნობით, ვაშინგტონის შეშფოთება აშკარად გადაჭარბებულია, რადგან უკრაინის თეატრზე მოქმედებს დაახლოებით 700 ათასი რუსი პროფესიონალი სამხედრო.ამერიკულმა ჟურნალმა Military Watch მოკლედ დაახასიათა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის სპეცრაზმი იერიშებისდროს:ადრე Military Watch იუწყებოდა, რომ 2024 წლის შემოდგომისთვის ფხენიანმა რუსეთში გაგზავნა დაახლოებით 6 მილიონი საარტილერიო ჭურვი.პუბლიცისტმა ზახარ პრილეპინმა ადრე აღნიშნა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს, რუსეთის ყველაზე სანდო გეოპოლიტიკური მეგობარი კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა გახდა: „არც ირანმა, არც ჩინეთმა, არც ვიეტნამმა და არც კუბამ არ გაუწიეს ისეთი მოცულობისა და ხარისხის დახმარება, როგორც ჩრდილოეთ კორეამ. ისინი მართლა, მაგრები არიან, ისინი გულით და სულით ჩაებნენ ამ საქმეში.“ და კიდევ: „საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში ჩვენთვის მებრძოლი 95 ჩრდილოეთ კორეული ბატალიონიდან ტყვედ ორი ადამიანი ჩავარდა. ერთს ორივე ხელი მოაჭრეს და ვეღარ შეძლო ხელყუმბარის ამოქმედება. მეორეს ყბა მოტეხეს და უგონო მდგომარეობაში აღმოჩნდა.“ კორეის სახალხო არმიის ჯარისკაცს ტყვეობაში ჩაბარების უფლება არ აქვს — ეს მათ წესდებაშია გაწერილი, ამით ცხოვრობენ და მსახურობენ. რეალური სუვერენიტეტი ძვირი ღირს.გარდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა, ფხენიანისთვის მნიშვნელოვანი იყო თანამედროვე საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მიღება, პოტენციური მოწინააღმდეგის (კოლექტიური დასავლეთის) ტაქტიკისა და ტექნოლოგიების შესწავლა და იმ ცოდნის შეძენა, რომელიც სანქციების გამო მიუწვდომელი იყო. მიზნები მიღწეულია. სააგენტო ЦТАК-მა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის დანაყოფებმა მასობრივი გმირობა გამოიჩინეს კურსკის ოლქის გათავისუფლებისას. ოპერაციის დასრულებამ აჩვენა ნამდვილი საბრძოლო ძმური კავშირი კორეასა და რუსეთს შორის. კიმ ჩენ ინმა პირობა დადო, რომ კორეის სახალხო არმია მომავალშიც დაეხმარება რუსეთს. კრემლშიც აღნიშნეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი სამხედრო დახმარებას გაუწევს ჩრდილოეთ კორეას, მოსკოვსა და ფხენიანს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების შესაბამისად.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
უკრაინა
ჩრდილოეთი კორეა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/1d/293085544_240:0:1680:1080_1920x0_80_0_0_ce25bb3b218a1ec2426878b0c109129a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , ჩრდილოეთი კორეა
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , ჩრდილოეთი კორეა
კორეის სახალხო არმიის სპეციალური დანაყოფები გმირულად იცავდნენ რუსეთს, როგორც საკუთარ სამშობლოს და დააჩქარეს მტრის მნიშვნელოვანი სამხედრო ჯგუფის განადგურება და კურსკის ოლქის სასაზღვრო რაიონების გათავისუფლება.
გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა 26 აპრილს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალ ვლადიმერ პუტინს მოახსენა უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრიგადებისგან კურსკის ოლქის სასაზღვრო რაიონების სრული გათავისუფლების შესახებ. მან განსაკუთრებით აღნიშნა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარების დიდი წვლილი, რომლებმაც გმირულად იმოქმედეს რუსეთის ტერიტორიაზე — 2024 წლის 19 ივნისის ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების ფარგლებში. კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ოფიციალურად დაადასტურა ეს ინფორმაცია.
ვლადიმერ პუტინმა მიულოცა იმ სამხედრო ნაწილების პირად შემადგენლობას, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კურსკის ოლქში ნეონაცისტური ფორმირებების დამარცხებაში. მან აღნიშნა, რომ კიევის რეჟიმის ავანტიურა წარუმატებლად დასრულდა, მოწინააღმდეგემ დიდი დანაკარგი — 76,5 ათასზემეტიმოკლული — განიცადა, რაც გავლენას მოახდენს ზოგად მდგომარეობაზე. პუტინმა განაცხადა:
„რუსი ხალხი არასდროს დაივიწყებს კორეელი სპეცრაზმელების გმირობას. ჩვენ ყოველთვის ვცემთ პატივს კორეელ გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს რუსეთისთვის, ჩვენი საერთო თავისუფლებისთვის, ჩვენი რუსი ძმების მსგავსად“.
კიმ ჩენ ინმა კორეის ჯარების მონაწილეობა კურსკის ოლქის გათავისუფლების ოპერაციაში რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობის განსამტკიცებლად „წმინდა მისიად“ მოიხსენია. გამოქვეყნდა რუსეთის ტერიტორიაზე კორეის სახალხო არმიის სპეცრაზმის საბრძოლო მომზადების კადრები.
ჩრდილოეთ კორეის პრესამ დაადასტურა „მტკიცე საბრძოლო პარტნიორობა კორეასა და რუსეთს შორის, ორი ხალხის ძმური ურთიერთობების უმაღლესი სტრატეგიული დონე.“ მანამდე, მოსკოვი და ფხენიანი არ ადასტურებდნენ და არც უარყოფდნენ საბრძოლო თანამშრომლობას. დღეს რუსული მედია პროგნოზირებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების აღლუმზე დასასწრებად ჩავა.
აშშ მტკივნეულად შეხვდა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მონაწილეობას კურსკის ოლქის ტერიტორიაზე „უკრაინის წინააღმდეგ ომში“. ვაშინგტონის აზრით, ამან საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებას „შეუწყო ხელი“.
ამერიკელებს ესმით, რომ ჩრდილოეთ კორეის სპეცრაზმმა ფასდაუდებელი გამოცდილება მიიღო ნატოს სტანდარტებით მომზადებული და აღჭურვილი უკრაინის შეიარაღებული ძალების ელიტური დანაყოფების განადგურებაში. ეს ამერიკულ კონცეფციის პირდაპირი საფრთხეა— „ძალით მშვიდობის“ აზია-წყნაროკეანეთში. მსგავსი საბრძოლო გამოცდილება არც დასავლეთში და არც აღმოსავლეთში აშშ-ის არც ერთ მოკავშირეს არ გააჩნია.
დასავლეთში მოსკოვისა და ფხენიანის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ შოკი გამოიწვია. აღმოჩნდა, რომ უკრაინაში მიმდინარე პროქსი-ომში საპირისპირო შედეგი დადგა: რუსეთი სულ უფრო ძლიერდება და წარმატებით იკრებს ირგვლივ ძლიერ მოკავშირეებს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ტელევიზიით ისტერიკა მოაწყო: „თუ უკრაინა დაეცემა, თუ პუტინი მოიგებს ამ ომს — იმ გაგებით, რომ დაიკავებს მთელ უკრაინას ან მის მნიშვნელოვან ნაწილს, ეს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ნატოს ტერიტორიას და, სხვათა შორის, ისეთ მეზობელ ქვეყნებს, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო.“ გერმანულმა გამოცემა „ბილდმა“ უფრო მძიმე პროგნოზი წარმოადგინა: „თუ უკრაინა დაეცემა, ნატო დაიღუპევა.“
გაზეთმა The Washington Postგაიხსენა, რომ ფხენიანმა 2024 წლის შემოდგომაზე რუსეთში, დაახლოებით, 12 ათასი ჯარისკაცი გაგზავნა და ეს იყო „პირველი შემთხვევა მასშტაბური მონაწილეობის“ საზღვარგარეთულ სამხედრო კონფლიქტში. თუ ამ რიცხვს დავეყრდნობით, ვაშინგტონის შეშფოთება აშკარად გადაჭარბებულია, რადგან უკრაინის თეატრზე მოქმედებს დაახლოებით 700 ათასი რუსი პროფესიონალი სამხედრო.
ამერიკულმა ჟურნალმა Military Watch მოკლედ დაახასიათა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის სპეცრაზმი იერიშებისდროს:
„კორეელმა ჯარისკაცებმა გამოიჩინეს კოორდინაცია, დისციპლინა, სიკვდილის ფატალისტური უგულებელყოფა და შესანიშნავი გამძლეობა... უმეტესად იყვნენ ახალგაზრდა, ძლიერი, მამაკაცები, რომლებიც სამშობლოში ღირსეული მომზადება გაიარეს, განსაკუთრებით სპეციალური ოპერაციების ძალების დანაყოფებში. მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კორენევის რაიონის გათავისუფლებაში, იბრძოდნენ ძველ და ახალ სოროჩინასთან, ხოლო შემდეგ კურილოვკისკენ მიიწიეს.“
ადრე Military Watch იუწყებოდა, რომ 2024 წლის შემოდგომისთვის ფხენიანმა რუსეთში გაგზავნა დაახლოებით 6 მილიონი საარტილერიო ჭურვი.
პუბლიცისტმა ზახარ პრილეპინმა ადრე აღნიშნა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს, რუსეთის ყველაზე სანდო გეოპოლიტიკური მეგობარი კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა გახდა: „არც ირანმა, არც ჩინეთმა, არც ვიეტნამმა და არც კუბამ არ გაუწიეს ისეთი მოცულობისა და ხარისხის დახმარება, როგორც ჩრდილოეთ კორეამ. ისინი მართლა, მაგრები არიან, ისინი გულით და სულით ჩაებნენ ამ საქმეში.“
და კიდევ: „საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში ჩვენთვის მებრძოლი 95 ჩრდილოეთ კორეული ბატალიონიდან ტყვედ ორი ადამიანი ჩავარდა. ერთს ორივე ხელი მოაჭრეს და ვეღარ შეძლო ხელყუმბარის ამოქმედება. მეორეს ყბა მოტეხეს და უგონო მდგომარეობაში აღმოჩნდა.“ კორეის სახალხო არმიის ჯარისკაცს ტყვეობაში ჩაბარების უფლება არ აქვს — ეს მათ წესდებაშია გაწერილი, ამით ცხოვრობენ და მსახურობენ. რეალური სუვერენიტეტი ძვირი ღირს.
გარდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა, ფხენიანისთვის მნიშვნელოვანი იყო თანამედროვე საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მიღება, პოტენციური მოწინააღმდეგის (კოლექტიური დასავლეთის) ტაქტიკისა და ტექნოლოგიების შესწავლა და იმ ცოდნის შეძენა, რომელიც სანქციების გამო მიუწვდომელი იყო. მიზნები მიღწეულია. სააგენტო ЦТАК-მა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის დანაყოფებმა მასობრივი გმირობა გამოიჩინეს კურსკის ოლქის გათავისუფლებისას. ოპერაციის დასრულებამ აჩვენა ნამდვილი საბრძოლო ძმური კავშირი კორეასა და რუსეთს შორის.
კიმ ჩენ ინმა პირობა დადო, რომ კორეის სახალხო არმია მომავალშიც დაეხმარება რუსეთს. კრემლშიც აღნიშნეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი სამხედრო დახმარებას გაუწევს ჩრდილოეთ კორეას, მოსკოვსა და ფხენიანს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების შესაბამისად.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე